ხშირად დასმული კითხვები

კლინიკის სამუშაო საათები?

 

თოდუას კლინიკის სამუშაო საათებია ყოველდღე შაბათ - კვირის გარდა 09:00 - 17:00-მდე. 

 

 

სად მდებარეობს თქვენი კლინიკა?

 

თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალის მისამართია თევდორე მღვდლის ქ. #13

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი მდებარეობს იაკობ ნიკოლაძის #10

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის მისამართია ლუბლიანას  #21

 

 

მოქმედებს თუ არა კერძო დაზღვევა?

 

ჩვენი კლინიკა თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან.

 

 

ხართ თუ არა ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში?

 

თოდუას კლინიკაში, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარონ გეგმიური ოპერაციები და მიიღონ სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.

 

 

როგორ ხდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის გამოთხოვა კლინიკიდან?

 

პაციენტის  სამედიცინო  ისტორიის  გამოთხოვისთვის  საჭიროა  განცხადებით პირადად მოგვმართოს პაციენტმა, განცხადების ადგილზე ან ელექტრონულ ფოსტაზე მოწოდებით.  გთხოვთ,მიუთითოთ მოთხოვნილი დოკუმენტაციის დასახელება, თარიღი  და  დაურთოთ  პირადობის  მოწმობის  ფოტოსურათი.

მესამე პირზე პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია გაიცემა მხოლოდ შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. 

კლინიკის  ელექტრონული  მისამართია[email protected].

 

 

რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მესამე პირმა არასრულწლოვანი პაციენტის კლინიკაში ვიზიტისას?

 

 არასრულწლოვანი პაციენტის კლინიკაში ვიზიტისას მესამე პირმა უნდა წარადგინოს არასრულწლოვანის დაბადების მოწმობასთან ერთად, მშობლის მიერ გაცემული მინდობილობა. ასევე, მშობელს შეუძლია კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნოს:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობლის პირადობის მოწმობის ფოტოსურათი;
  • თანხმობის ტექსტი, რომლითაც ადასტურებს მესამე პირის უფლებამოსილებას, რომელიც ახლავს არასრულწლოვანს კლინიკაში ვიზიტისას.

 

 შეუძლია თუ არა მესამე პირს პაციენტის კვლევის შედეგის გატანა?

 

მესამე პირზე არ გაიცემა პაციენტის კვლევის შედეგი, თუ იგი არ არის მითითებული პაციენტის რეგისტრაციისას ინფორმირებული თანხმობის სპეციალურ გრაფაში, დოკუმენტაციის გატანაზე უფლებამოსილ პირად ან წარმოადგენს შესაბამის მინდობილობას. 

 

 

რა ასაკიდან არის შესაძლებელი კლინიკაში სპეციალისტის მომსახურების მიღება?

 

ჩვენს კლინიკაში უმეტესად სპეციალისტის მომსახურების მიღება შესაძლებელია  15 წლიდან ზემოთ. თუმცა, გარკვეული სპეციალისტების შემთხვევაში (მაგალითად: ინფექციონისტი, ალერგოლოგი, გინეკოლოგი) ხდება 15 წლამდე ასაკის ბავშვების კონსულტირებაც. ასევე, კლინიკაში ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის ხელმისაწვდომია ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები. გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის კლინიკის ცხელ ხაზზე *5757 ან ელექტრონულ ფოსტაზე მიგვითითოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტის ან სერვისის შესახებ.

 

 

რამდენი დღის განმავლობაში არის განმეორებითი ვიზიტი უფასო? ითვლება თუ არა პირველადი ვიზიტის დღე აღნიშნულ ვადაში?

 

განმეორებითი ვიზიტი უფასოა  პირველადი ვიზიტიდან 2 კვირის განმავლობაში. ათვლა დაიწყება განხორციელებული ვიზიტის მეორე დღიდან. 

 

 

რამდენ დღეში გაიცემა CT და MRT კვლევების პასუხები?

 

CT  და  MRT  კვლევების  პასუხები  გაიცემა  კვლევის  ჩატარებიდან  მომდევნო  დღესთუ  კვლევა  ჩატარდება  პარასკევს  ან  შაბათსკვლევის   პასუხი გაიცემა  სამშაბათსდღის  მეორე  ნახევარში. თუ კვლევა საჭიროებს დამატებით დაზუსტებას  ან  კონსულტაციას,  ასეთ  შემთხვევაში  პასუხის გაცემის  ვადა  შეიძლება  გახანგრძლივდეს.

 

 

სად მოვიპოვოთ დაფინანსება იმ სერვისებზე, რომლებსაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და არც კერძო სადაზღვევო კომპანია და რომლის ღირებულება 1000 ლარამდეა ან 1000 ლარზე მეტია? 

 

თუ კვლევის ღირებულება  1000 ლარს აღემატება, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია  თბილისის მერიასა  და რეფერალურ სამსახურში.

თუ კვლევის ღირებულება  1000 ლარი ან ნაკლებია, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია  რეფერალურ სამსახურსა  და რაიონულ გამგეობაში.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება