ტექნოლოგიები

ციფრული ენდოსკოპიური სისტემა X1

თოდუას კლინიკის ენდოსკოპიის დეპარტამენტი აღჭურვილია საქართველოში პირველი, 2020 წელს შექმნილი უნივერსალური ენდოსკოპიური სისტემით - OLYMPUS EVIS X1, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ონკოლოგიური და ანთებით-დეგენერაციული დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას.

აღნიშნული სისტემის საშუალებით შესაძლებელია საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავის კვლევა მკვეთრად გაუმჯობესებული გამოსახულებით, როგორც სტანდარტულ, ისე ინოვაციურ რეჟიმებში (TXI, NBI, RDI).

გაზიარება