ჩირქოვანი და დიაბეტური ქირურგიის დეპარტამენტი

ჩირქოვანი და დიაბეტური ქირურგია თოდუას კლინიკაში

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ირაკლი მიშიძე

 

ჩირქოვანი და დიაბეტური ჭრილობები ქირურგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ კლინიკურ გამოწვევას წარმოადგენს. მსგავსი გართულებები ხშირია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ასევე მათთან, ვისაც ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი პროცესები აღენიშნებათ.

დროული და მაღალკვალიფიციური ჩარევა გადამწყვეტია ინფექციის გავრცელების პრევენციისა და პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

თოდუას კლინიკის ჩირქოვანი და დიაბეტური ქირურგიის დეპარტამენტი იყენებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინფექციის ლოკალიზებულ, ეფექტურ და უსაფრთხო მართვას - განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ტრადიციული ანტიბიოტიკოთერაპია არასაკმარისია.

 

რას ვმკურნალობთ ჩვენს დეპარტამენტში?

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შემდეგი პათოლოგიების კომპლექსურ მკურნალობას:

  • ქრონიკული დიაბეტური წყლულები;

  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი ჭრილობები;

  • ინფექციით გართულებული ჭრილობები და ნეკროზი;

  • სხვა ჩირქოვანი პროცესები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ.

 

როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს?

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კლინიკურ გამოვლინებებს:

  • ჭრილობის ან წყლულის გაღიზიანება, შეწითლება ან ჩირქოვანი გამონადენი;

  • ჭრილობის ხანგრძლივი და არასწორი შეხორცების პროცესი;

  • ტკივილი, შეშუპება ან ჰიპერემია (სიწითლე) ჭრილობის გარშემო;

  • უსიამოვნო სუნი ჭრილობის არედან.

 

თანამედროვე მეთოდის უპირატესობები

ჩვენს კლინიკაში დანერგილი მიდგომები უზრუნველყოფს:

  • მიზნობრივ ლოკალიზაციას: ინფექციურ კერაზე ზუსტი ზემოქმედება;
  • მინიმალურ მედიკამენტურ დატვირთვას: ანტიბიოტიკების გამოყენების ოპტიმიზაცია და შემცირება;
  • სწრაფ რეაბილიტაციას: პოსტოპერაციული რისკების მინიმიზაცია და მალე დაბრუნება ცხოვრების ჩვეულ რიტმში;
  • პერსონალიზებულ მედიცინას: მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
 

მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია:

  • ჭრილობის ტიპსა და ზომაზე;

  • ინფექციური პროცესის სირთულეზე;

  • პაციენტის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

თოდუას კლინიკაში მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ზედამხედველობით, თანამედროვე აპარატურისა და კომფორტული გარემოს პირობებში. ჩვენი პრიორიტეტი პაციენტის უსაფრთხოება და გრძელვადიანი, ეფექტური შედეგია.

გაზიარება