გინეკოლოგიის დეპარტამენტი

თოდუას კლინიკაში შესაძლებელია ჰორმონალური დარღვევების, საშვილოსნოს, საკვერცხეების და სხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კლინიკის გინეკოლოგიის დეპარტამენტი მართავს მცირე მენჯის ორგანოების ანთებით და არაანთებით დაავადებებს, მენსტრუალური ციკლის დარღვევებს, ენდომეტრიოზს, მიომას, საკვერცხის ცისტებს, ოჯახის დაგეგმვასა და უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკას. პაციენტს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო მომსახურება. 

 

თოდუას კლინიკის გინეკოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პირობებში. პაციენტის გამოკვლევა ერთ სივრცეში, დროულად და კომპლექსურად ტარდება, რაც მკურნალობის სწორად დაგეგმვას უწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც გინეკოლოგიური პრობლემა სხვა სამედიცინო მიმართულებებთანაც არის გადაჯაჭვული.

გინეკოლოგის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ექიმის გამოცდილებას, არამედ კლინიკის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებსა და მიდგომასაც. გინეკოლოგიური პათოლოგიების ნაწილი ხანგრძლივ მონიტორინგს, სხვადასხვა პროფილის ჩართულობას და ინდივიდუალურად მორგებულ მართვას საჭიროებს. თოდუას კლინიკაში გინეკოლოგიური სერვისი სწორედ ამ პრინციპზეა აგებული - დროული დიაგნოსტიკა, კომპლექსური შეფასება და პაციენტის მდგომარეობაზე მორგებული მკურნალობის ტაქტიკა.

 

გინეკოლოგიის დეპარტამენტში მიმდინარეობს შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური მკურნალობა:

 

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების  ანთებითი და არაანთებითი დაავადებები
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • საშვილოსნოს და საკვერცხეების ანატომიური პათოლოგიები:
  • საკვერცხის ცისტები, ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს მიომა
  • გენიტალური ენდომეტრიოზი

 

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

 

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები პუბერტატულ, რეპროდუქციულ, პერი და პოსტმენოპაუზალურ პერიოდში (ჭარბი, აციკლური სისხლდენები, შემცირებული მენსტრუალური ციკლი,მენსტრუალური ციკლის გადაცდენა) პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, აკნე, ჭარბთმიანობა, ენდოკრინული ჯირკვლების  დისბალანსი და მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული დარღვევები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერპროლაქტინემია, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ნივთიერებათა ციკლის დარღვევები)
  • პრემენსტრუალური სინდრომი ( პრემენსტრუალური შაკიკი, პრემენსტრუალური ალერგია, პრემენსტრუალური დისფორიული სინდრომი....)
  • ჩვეული აბორტი - 2 და მეტი თვითნებითი აბორტის მიზეზების განსაზღვრა და მკურნალობა
  • საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლების კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (სკრინინგული გამოკვლევები - პაპ, ტეტსი, კოლპოსკოპია, მაღალი ონკოტიპის პაპილომავირუსის გამოვლენა - HPV DNA test, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, მამოგრაფია)
  • კლიმაქტერული პერიოდი და მასთან დაკავშირებული დარღვევების დროული დიაგნოსტიკა და კორექცია - ფსიქო - ემოციური, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი, ურო-გენიტალური დარღვევები (საშოს სიმშრალე, ლიბიდოს დაქვეითება, ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს) და ოსტეპოროზი.
  • ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეპცია

 

უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

  • ერთი ციკლის განმავლობაში ბაზალური ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა
  • ფოლიკულოემტრია
  • 3D ექოსკოპია
  • ფალოპის მილების ანატომიური მდგომარეობის შეფასება
  • სპერმოგრამა
  • საკვერცხეების სტიმულაცია ნატურალურ ციკლში
  • საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია
  • პაციენტების მომზადება ხელოვნური განაყოფიერებისათვის

 

გინეკოლოგია და ოჯახის დაგეგმვა

 

გინეკოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის დაგეგმვაში. თოდუას კლინიკის საუკეთესო გინეკოლოგების ცოდნა და გამოცდილება დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. 

 

თოდუას კლინიკის გინეკოლოგები კარგად ერკვევიან კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდებში, მათ შორის ბარიერულ მეთოდებში (პრეზერვატივი), ჰორმონალური მეთოდები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ა.შ.) საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები (IUD) და იმპლანტები.

 

ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას თითოეული მეთოდის ეფექტურობის, სარგებელისა და პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ. ეს საშუალებას აძლევს ინდივიდებსა და წყვილებს აირჩიონ კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც ზუსტად შეესაბამება მათ პრეფერენციებსა და ჯანმრთელობის საჭიროებებს.

 

ოჯახის დაგეგმვა

 

ოჯახის დაგეგმვა ვრცელი პროცესია და ამ დროს იღებენ გადაწყვეტილებას, როდის უნდა ჰყავდეთ ბავშვი, რამდენი შვილი უნდათ და როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა.

 

გამოცდილი გინეკოლოგის ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ პროცესში. გინეკოლოგი მოგცემთ რჩევებს ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდების შესახებ და დაგეხმარებათ სხვა რეპროდუქციული მეთოდების შერჩევაში.

 

სპერმოგრამა (სპერმის ანალიზი)

 

სპერმოგრამა, იგივე სპერმის ანალიზი, ეაკულატის გამოკვლევაა. უნაყოფობა 40-50 %-ში მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული, ამიტომ სპერმის ანალიზი მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად პირველი აუცილებელი ეტაპია.

 

როდის კეთდება სპერმოგრამა

 

თუ წყვილს უჭირს დაორსულება, სპერმოგრამა არის ერთ-ერთი პირველი ტესტი, რომელიც რეკომენდებულია მამაკაცის ნაყოფიერების შესაფასებლად.

 

ის ასევე შეიძლება გაკეთდეს როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი, განსაკუთრებით თუ მამაკაცს აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების ისტორია.

 

შესამოწმებელი კომპონენტები:

 

  • სპერმის რაოდენობა: სპერმის რაოდენობა განისაზღვრება თუ რამდენი სპერმატოზოიდია ერთ მილილიტრ ეაკულატში. ნორმად მიჩნეულია საშუალოდ 15 მილიონი სპერმატოზოიდი ერთ მილილიტრში.
  • სპერმის მოძრაობა: ფასდება სპერმის ეფექტურად გადაადგილების უნარი. მოძრაობა გადამწყვეტია იმისთვის, რომ სპერმატოზოიდმა მიაღწიოს კვერცხუჯრედს და გაანაყოფიეროს.
  • სპერმის მორფოლოგია: ეს იკვლევს სპერმის ფორმასა და სტრუქტურას. სპერმის ფორმის დარღვევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფიერებაზე.
  • მოცულობა: ეს ზომავს სპერმის მთლიან რაოდენობას, რომელიც წარმოიქმნება ერთი ეაკულაციის დროს.
  • pH დონე: ეს ამოწმებს სპერმის pH დონეს. არანორმალური pH დონე შეიძლება მიუთითებდეს პრობლემაზე.

 

სპერმის ანალიზის ნორმა

 

ქვემოთ მოცემულია ჯანსაღი სპერმის ანალიზის ნორმა, რომელიც განსაზღვრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO). ვინაიდან შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალური შემთხვევებში, შედეგები მოცემულია დიაპაზონის სახით.

 

ჯანმო-ს მითითების დიაპაზონი:

 

  • ეაკულატში სპერმის საერთო რაოდენობა  39-928 მილიონი
  • ეაკულატის მოცულობა 1,5–7,6 მლ
  • სპერმის კონცენტრაცია 15-259 მილიონი მლ-ზე
  • მთლიანი მოძრაობა (პროგრესული და არაპროგრესული) 40–81 პროცენტი
  • პროგრესირებადი მოძრაობა 32-75 პროცენტი
  • სპერმის მორფოლოგია 4–48 პროცენტი

 

როგორ მოვემზადოთ ანალიზისთვის

 

ზოგადად რეკომენდირებულია თავი შეიკავოთ ეაკულაციისგან 2-5 დღის განმავლობაში, სპერმის ნიმუშის აღებამდე. ეს ხელს უწყობს სპერმის პარამეტრები ზუსტად იყოს წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები, რადგან მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სპერმის ხარისხზე.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

როგორ ავირჩიოთ საუკეთესო გინეკოლოგი?

საუკეთესო გინეკოლოგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე მთავარი ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, კლინიკის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, კომპლექსური მიდგომა და იმ პრობლემების მრავალმხრივი შეფასება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმპტომით არ შემოიფარგლებოდეს. კარგი გინეკოლოგი აფასებს როგორც ჰორმონალურ, ისე ანატომიურ, ინფექციურ და რეპროდუქციულ ასპექტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სხვა დარგებთანაც არის დაკავშირებული. 

 

როგორ ჩავეწერო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე?

თოდუას კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე 032 2 57 57 57.

 

გაზიარება