ინფექციური დაავადებების, ვირუსების დიაგნოსტიკა და მკურნალობა - თოდუას ვერის ფილიალი

რა დაავადებებს მკურნალობს ინფექციონისტი?

თოდუას კლინიკის ინფექციური განყოფილება მუშაობს სხვადასხვა წარმოშობის მქონე დაავადებების მართვაზე:

  • ბაქტერიული ინფექციები: ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის დაზიანება სპეციფიკური ბაქტერიებით.
  • ვირუსული ინფექციები: გრიპი, COVID-19, ჰერპესის ვირუსული ინფექციები და მათი გართულებების მართვა.
  • ჰეპატიტი A, B, C: ღვიძლის ვირუსული დაზიანებების დიაგნოსტიკა და მონიტორინგი.
  • ბორელიოზი: ტკიპის ნაკბენით გადამდები ინფექციის დროული მკურნალობა.
  • EBV და CMV ვირუსები: ეპშტეინ-ბარისა და ციტომეგალოვირუსული ინფექციების დიაგნოსტიკა და მართვა.
  • კანის ინფექციები: კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაზიანებების მკურნალობა.

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

ინფექცური დაავადებების მართვაში გადამწყვეტია გამომწვევი მიზეზის დადგენა, რისთვისაც ვიყენებთ შემდეგ მეთოდებს:

  • სისხლის ანალიზი: კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების შესწავლა ორგანიზმის რეაქციის შესაფასებლად.
  • ვირუსული მარკერები: სეროლოგიური კვლევები ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსავლენად.
  • PCR ტესტები: მაღალტექნოლოგიური მოლეკულური დიაგნოსტიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ გამომწვევის გენეტიკური მასალა (დნმ/რნმ) უმცირესი კონცენტრაციის დროსაც კი.

 

ინფექციური დაავადებები დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მთავარი განმასხვავებელი თვისება ის არის, რომ დასნებოვნებული ადამიანი გარემოში გამოყოფს დაავადების გამომწვევს და არის ახალი ინფიცირების წყარო.

გამოყოფენ - ბაქტერიულ და ვირუსულ, მწვავე და ქრონიკულ, ცხელებით და ცხელების გარეშე, აგრეთვე გახანგრძლივებული ცხელებით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს.

 

ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს მიეკუთვნება:

  • გრიპი
  • პარაგრიპი
  • ადენოვირუსული
  • კორონავირუსით, რინოვირუსით
  • რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექცია
  • ჰერპესვირუსები და ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები -  A, B,  C, D, E, EBV, CMV.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები (წითელი ქარი, მწვავე ლიმფადენიტი, კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია). მწერების ნაკბენით გამოწვეული ინფექციები მაგ. ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, ლეიშმანიოზი და სხვა.

 

ინფექციური დაავადებების გამოვლენა გულისხმობს დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, თუმცა უმთავრესია შეგროვებული ანამნეზი და პაციენტის მიერ წარმოდგენილი ჩივილები:

 

  • ზოგადი სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი
  • ყელის ტკივილი, სურდო
  • ტემპერატურის მატება, შემცივნება
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • ოფლიანობა
  • დიარეა
  • დისკომფორტი მოშარდვის დროს

 

თოდუას კლინიკაში ინფექციური პათოლოგიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თანამედროვე კვლევის მეთოდებზეა დამყარებული, ანთების მნიშვენლოვანი მარკერების და კონკრეტული ეტიოლოგიური აგენტის გამოვლენით. ულტრათანამედროვე  სამედიცინო აპარატურა გვეხმარება სრულყოფილად შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა.

 

 

 

 

გაზიარება