კომპიუტერული ტომოგრაფიის დეპარტამენტი დიღმის ფილიალში
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარიამ ქუთათელაძე
თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალში კომპიუტერული ტომოგრაფიის დეპარტამენტი აღჭურვილია SIEMENS-ის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით - SOMATOM go.Top
აღნიშნული ტომოგრაფის პროგრამული უზრულველყოფა შესაძლებელს ხდის გამოსახულების უმაღლესი ხარისხის მისაღებად ყველაზე დაბალი დასხივების დოზის შერჩევას.
კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში ტარდება:
- თავისტვინის, ქალას ძვლების, პარანაზალური წიაღების, ხერხემლის სვეტის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის კომპიუტერულ-ტომოგრაფიულიდიაგნოსტიკა
- გულმკერდის,მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა
- ფილტვების დაბალდოზირებული კვლევა
- თავისა და კისრის მაგისტრალური არტერიების, აორტის, პერიფერიული სისხლძარღვების, ასევე ფილტვის არტერიებისკტ-ანგიოგრაფია
- კტ-დენსიტომეტრია- ოსტეოპოროზის ხარისხის დადგენა ძვლის მინერალური სიმკვრივის რაოდენობრივი შეფასების გზით