შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი ვერის ფილიალში

თერაპევტი - მაკა ღუჭაშვილი

 

თერაპევტის კონსულტაცია გულისხმობს:

 

პაციენტის სუბიექტური კვლევა (დაავადების შესახებ ანამნეზის შეგროვება, დეტალური ინფორმაციის მიღება ავადმყოფობის შესახებ და ჩივილები) ობიექტური  კვლევა (პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია)

 

დამატებით ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები. ( სისხლის, შარდის, განავლის გამოკვლევა, სხვადასხვა ორგანოების ექოსკოპიური კვლევა, რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფია, ენდოსკოპიური კვლევა)

 

 

 

 

 

 

თერაპევტის კომპეტენციაში შედის:

 

  • დაავადების ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა და მართვა
  • დაავადების პირველადი შეფასება
  • განახორციელოს  სამედიცინო მომსახურეობის უწყვეტობა, პაციენტს დააკვირდეს ხანგრძლივად, თვალი ადევნოს დაავადების ჩამოყალიბების, განვითარების და მიმდინარეობის სტადიებს და მართოს იგი
  • ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში
  • პაციენტის  მართვა, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული დაავადების დროს
  • განახორციელოს სამედიცინო მომსახურეობის და პაციენტის კოორდინაცია ვიწრო სპეციალისტთან  ან  ჰოსპიტალურ სექტორთან
  • პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება
  • დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორების  პრევენცია-შემცირება
  • ადექვატური და ეფექტური პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა

 

 

თერაპევტს პაციენტი მიმართავს ისეთი ჩივილების დროს, როგორიცაა:

  • თავის ტკივილი                                    
  • ჰაერის უკმარისობა
  • თავბრუსხევა
  • ტემპერატურის მატება
  • ხველა
  • სურდო
  • ოფლიანობა
  • სისუსტე
  • კანის სიმშრალე
  • გამონაყარი კანზე
  • უეცარი წონაში კლება
  • ყრუ ან შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილი
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას.

თოდუას კლინიკაში შესაძლებელია Check up - პროგრამის ფარგლებში დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ან უკვე გამოვლენილი ქრონიკული დაავადების მონიტორინგი.

გაზიარება