სუნთქვითი ანალიზატორი
თოდუას კლინიკაში დაინერგა თანამედროვე HCBT-01 სუნთქვითი ანალიზატორი, რომელიც გამოიყენება Helicobacter pylori-ის სწრაფი, ზუსტი და არაინვაზიური დიაგნოსტიკისთვის. მსგავსი ტიპის თანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგია პირველად საქართველოში სწორედ თოდუას კლინიკაშია ხელმისაწვდომი.
კვლევა ტარდება პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული ფორმით. პაციენტი იღებს სპეციალურ 13C-ურეას კაფსულას, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში ბერავს ჰაერს სპეციალურ სუნთქვის პაკეტში. თუ ორგანიზმში არის H. pylori, ბაქტერია შლის ურეას და წარმოიქმნება 13CO₂, რომელიც გადადის ამოსუნთქულ ჰაერში და ფიქსირდება ანალიზატორის მიერ.
HCBT-01 ახდენს მიღებული ნიმუშის სწრაფ და ავტომატურ ანალიზს, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს და სანდო შედეგებს კლინიკურ პრაქტიკაში. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის დრო, შედეგი მზად არის ძალიან მოკლე დროში, რაც ექიმს საშუალებას აძლევს სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და პაციენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს პასუხი.
