პაციენტის მომზადების გზამკვლევი - (ECG)

ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი მეთოდით)

პროცედურამდე 

  • აუცილებელია შხაპის მიღება (მოწყობილობის დაყენების შემდეგ სხეულის დასველება დაუშვებელია)
  • გულმკერდის არე უნდა იყოს სუფთა და მშრალი
    (არ გამოიყენოთ კრემები, ლოსიონები ან სხვა საცხები)
  • ელექტროდების უკეთესი ფიქსაციის მიზნით, მამაკაცებში საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია გულმკერდის თმის მოცილება
  • აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ
    (მედიკამენტების თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია)

პროცედურის დროს

  • დაუშვებელია მოწყობილობის მოხსნა ან დასველება
  • რეკომენდებულია ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობების შენარჩუნება
    (ექიმთან შეთანხმებით)
  • აუცილებელია სპეციალური დღიურის წარმოება, სადაც უნდა დაფიქსირდეს:
  1. სიმპტომები:
    • ტკივილს გულმკერდის არეში
    • გულისცემის გახშირება (პალპიტაცია)
    • თავბრუსხვევა
    • ქოშინი
  1. სიმპტომების გამოვლენის დრო და შესაბამისი აქტივობა
  2. შეზღუდვები:
  • მოერიდეთ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველებს
    (მაგალითად: MRI კვლევა)

დატვირთვის ტესტი ტრედმილით

 

პაციენტის მომზადება პროცედურამდე

  • აუცილებელია ვალიდური ექოკარდიოგრაფიის დასკვნის წარმოდგენა
  • კვლევა ითვლება ვალიდურად, თუ შესრულებულია ბოლო 1 თვის განმავლობაში
  • სასურველია თან იქონიოთ მკურნალი კარდიოლოგის მიერ გაცემული ბოლო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს:
    • ძირითად დიაგნოზებს
    • დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას
  • არ მიიღოთ საკვები პროცედურამდე 3–4 საათით ადრე
    (წყლის მიღება ნებადართულია)
  • პროცედურამდე 48 საათით ადრე მოერიდეთ:
    • ალკოჰოლს
    • ენერგეტიკულ სასმელებს
  • ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
  • გარკვეული მედიკამენტების (მაგ.: ბეტა-ბლოკერები) შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით
    (თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია)

აუცილებლად აცნობეთ ექიმს

  • გულის დაავადებების არსებობის შესახებ
  • არტერიული წნევის პრობლემების შესახებ
  • ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ

პროცედურის დროს

 

აუცილებლად აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იგრძნობთ:

  • გულმკერდის ტკივილს
  • ძლიერ ქოშინს
  • თავბრუსხვევას
  • საერთო სისუსტეს
გაზიარება