სუნთქვითი ტოლერანტობის ტესტი

ლაქტოზა · ფრუქტოზა · გლუკოზა

 

❗ გაითვალისწინეთ: დიეტის ან რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში კვლევა არ ჩატარდება!

 

 

მომზადება

 

4 კვირით ადრე შეწყვიტეთ

  • ანტიბიოტიკები
  • ბისმუტის შემცველი პრეპარატები

 

2 კვირით ადრე შეწყვიტეთ

  • პრობიოტიკები (ლინექსი და სხვა)
  • საფაღარათო საშუალებები (გუტალაქსი და სხვა)
  • კუჭის დამცავი პრეპარატები (ომეპრაზოლი და სხვა)

არ ჩაიტაროთ:

    • კოლონოსკოპია
    • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევა ბარიუმის გამოყენებით
    • ოყნა
    • ❗ დიარეის შემთხვევაში კვლევა გადაიდება

 

დიეტა (კვლევამდე 2–3 დღით ადრე)

 

✔️ მხოლოდ ამ პროდუქტების მიღებაა დაშვებული:

  • თეთრი პური 
  • ბრინჯი 
  • კარტოფილი
  • მოხარშული ქათამი
  • კვერცხი 
  • მოხარშული თევზი
  • უშაქრო ყავა ან ჩაი
  • წყალი

 

განსაკუთრებით მოერიდეთ:

  • ლობიო
  • მაკარონი
  • შვრია
  • ქერი 
  • მთლიანი მარცვლეულის პური
  • ხილის ჩირი
  • კენკრა
  • უმი ან შემწვარი ბოსტნეული

 

დიეტა კვლევის წინა დღე

 

✔️ მხოლოდ ამ პროდუქტების მიღებაა დაშვებული:

  • მოხარშული ბრინჯი
  • მოხარშული ქათამი ან თევზი
  • უშაქრო ყავა ან ჩაი
  • წყალი

 

კვლევამდე 12 საათით ადრე

  • ❌ არ მიიღოთ საკვები
  • ✔️ შეგიძლიათ მხოლოდ წყალი
  • თუ ღებულობთ მედიკამენტებს ქრონიკული დაავადებების გამო, შეგიძლიათ მათი მიღება წლის მიყოლებით
  • დიაბეტის შემთხვევაში:ინსულინის ან აბების  დოზის კორექციისთვის წინასწარ შეუთანხმდით თქვენს ენდოკრინოლოგს

 

 კვლევის დღე

  • ❌ შეწყვიტეთ ყველანაირი სასმელი და საჭმელი
  • ✔️ გაიხეხეთ კბილები (პირის სავლების გარეშე)

 

❌ არ გამოიყენოთ:

  • საღეჭი რეზინი
  • თამბაქო
  • საწუწნი კანფეტები

 

⚠️ დამატებითი წესები

  • ❌ არ დაიძინოთ (კვლევამდე 1 საათით ადრე)
  • ❌ არ დაიტვირთოთ ფიზიკურად
  • ❌ კვლევის დროს საკვები/სითხე აკრძალულია

კვლევის  ხანგრძლივობა: 30 წუთი – 3 საათი
შუალედი კვლევებს შორის: მინ. 2 დღე

 

წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით - 032 2 57 57 57 

გაზიარება