ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თამარ ხუციშვილი

 

საუკეთესო ენდოკრინოლოგი  ფარისებრი ჯირკვლის, შაქრიანი დიაბეტსა და სხვა ჰორმონალურ დარღვევებს მკურნალობს. თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში შესაძლებელია ენდოკრინულ პათოლოგიათა ფართო სპექტრის დიაგნოსტიკა და მართვა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა და ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებების შეფასება.

კლინიკაში ხელმისაწვდომია სრულად ავტომატიზებური რეგიონში ანალოგის არმქონე ლაბორატორია და თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურა, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს კომპლექსური სამედიცინო მომსახურება. 

ენდოკრინოლოგია - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

თოდუას კლინიკაში ენდოკრინოლოგიური მიმართულება მოიცავს როგორც გავრცელებული, ისე შედარებით რთული ჰორმონალური და მეტაბოლური დაავადებების შეფასებას, დიაგნოსტიკას, მონიტორინგსა და მკურნალობას:

 

  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, დიაბეტის სხვა ფორმები)
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ)  
  • ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
  • ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, ჰიპერპროლაქტინემია, უშაქრო დიაბეტი, კუშინგის დაავადება და ა.შ)
  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერალდოსტერონიზმი, ადისონის დაავადება და ა.შ)
  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტით, მინერალური ნივთიერებების  ცვლის დარღვევით  განპირობებული პათოლოგიები (ოსტეოპოროზი და ა.შ.)

 

 

 

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

ენდოკრინული დაავადებების ზუსტი მართვა იწყება სწორად დაგეგმილი დიაგნოსტიკით. ჰორმონალური დარღვევები ხშირად არაერთმნიშვნელოვანი სიმპტომებით ვლინდება და შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სისტემაზეც აისახოს, ამიტომ დიაგნოზისთვის აუცილებელია როგორც კლინიკური შეფასება, ისე შესაბამისი კვლევების ჩატარება. ენდოკრინული დაავადებების სრულფასოვანი დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის კლინიკაში ხელმისაწვდომია რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევითი მიმართულება.

  • სრულად ავტომატიზირებული ლაბორატორია
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების სცინტიგრაფიული კვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • დენსიტომეტრია

მთავარი ღირებულება არის ის, რომ პაციენტს შეუძლია დიაგნოსტიკიდან მკურნალობის დაგეგმვამდე ერთი კლინიკის ფარგლებში მიიღოს ეტაპობრივად გაწერილი და სისტემური მიდგომა. ენდოკრინული დაავადებების დიდი ნაწილი საჭიროებს არა მხოლოდ ერთჯერად შეფასებას, არამედ დინამიკურ დაკვირვებასა და მონიტორინგს, რაც მკურნალობის ეფექტიანობისთვის გადამწყვეტია. 

 

ხშირად დასმული კითხვები

 

როგორ ავირჩიოთ თბილისში საუკეთესო ენდოკრინოლოგი?

საუკეთესო ენდოკრინოლოგის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება: ექიმის გამოცდილება, კლინიკის დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებული მიდგომა და პაციენტის მდგომარეობის კომპლექსურად შეფასების უნარი. კარგი ენდოკრინოლოგი ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სიმპტომს, არამედ მთლიან ჰორმონალურ და მეტაბოლურ სურათს, რადგან ენდოკრინული დაავადებები ხშირად მრავალმხრივად ვლინდება. 

 

როგორ ჩავეწერო ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე?

თოდუას კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია ნომერზე 032 2 57 57 57 დარეკვით. 

გაზიარება