მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დეპარტამენტი დიღმის ფილიალში
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარიამ ქუთათელაძე
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დეპარტამენტი აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის ორი უახლესი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, Magnetom Lumina (3T სიმძლავრის), რომელიც გამორჩეულია:
- უახლესი თაობის პროგრამული აღჭურვილობით, რომლის საშუალებით ხდება სტრუქტურული ცვლილებების დეტალური შეფასება სხვადასხვა პათოლოგიის დროს.
- მძიმე წონის პაციენტების გამოკვლევის შესაძლებლობით
- ფართო გვირაბი უზრუნველყოფს კლაუსტროფობიული პაციენტების კვლევის კომფორტს.
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კვლევის ჩატარება სედაციით. ანესთეზიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს როგორც ზრდასრული, ასევე პედიატრიული პაციენტების სედაციას.
მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილებაში ტარდება:
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. სუბმილიმეტრული ჭრილების გამოყენება მკვეთრად ზრდის ნებისმიერი წვრილკეროვანი დაზიანების გამოვლენის ალბათობას. თავის ტვინში გამოვლენილი პათოლოგიური უბნის სპექტროსკოპიური კვლევა მისი მეტაბოლურ დონეზე შეფასების შესაძლებლობას იძლევა, თავის ტვინის იშემიური დაზიანების გამოვლენა მწვავე სტადიაში და სიმსივნური წარმონაქმნების ხასიათის დიფერენცირება შესაძლებელია დიფუზიურ შეწონილი გამოსახულებების გამოყენებით.
- თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია – აღნიშნული მეთოდი ჩვეული რენტგენოკონტრასტული გამოკვლევის არაინვაზიური ალტერნატივა.
- მუცლის ღრუს ორგანოების: ღვიძლის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია. მრ-ენტეროგრაფია.
- მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა, მათ შორის პროსტატისა და შარდის ბუშტის მულტიპარამეტრიული კვლევები.
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სტრუქტურული დარღვევების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
- პედიატრიული პაციენტების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.