ონკოლოგიის დეპარტამენტი ვერის ფილიალში - სიმსივნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საუკეთესო ონკოლოგთან

კლინიკური ონკოლოგი - თამარ ესაკია

ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენ გთავაზობთ სიმსივნური და სისხლის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ინდივიდუალურ მიდგომაზე, რაც უზრუნველყოფს პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგომარეობის ეფექტურ მართვას.

რა დაავადებებს მკურნალობს განყოფილება?

თოდუას კლინიკაში ხდება სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებისა და სისხლთან დაკავშირებული პათოლოგიების კომპლექსური მართვა:

  • სიმსივნური დაავადებები: სხვადასხვა ორგანოთა სისტემის (ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის და სხვა) ავთვისებიანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
  • ანემია და თრომბოციტოპენია: სისხლის წითელი უჯრედებისა და თრომბოციტების დეფიციტით მიმდინარე მდგომარეობების მართვა.
  • ლიმფომა და ლეიკემია: ლიმფური სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების ავთვისებიანი დაავადებების თერაპია.
  • მიელომა: პლაზმური უჯრედების პათოლოგიური გამრავლებით მიმდინარე დაავადებების კონტროლი.

 

დიაგნოსტიკის მეთოდები

ზუსტი დიაგნოზი ონკოლოგიაში გადამწყვეტია. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კვლევის უახლეს მეთოდებს:

  • ონკომარკერები: სპეციფიკური ცილებისა და ნივთიერებების განსაზღვრა სისხლში, რაც სიმსივნური პროცესის აქტივობაზე მიუთითებს.
  • ბიოფსია: ქსოვილის ნიმუშის აღება მორფოლოგიური შესწავლისთვის, რაც დიაგნოზის დასმის ოქროს სტანდარტია.
  • სისხლის კვლევა: გაფართოებული ჰემატოლოგიური და იმუნოლოგიური ანალიზები სისხლის სისტემის პათოლოგიების გამოსავლენად.
  • ჰისტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა: სიმსივნური უჯრედების ტიპისა და აგრესიულობის დადგენა მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შესარჩევად.

 

მკურნალობა

მედიკამენტური თერაპია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ონკოლოგიური დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის არჩევა მკაცრად ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის:

  • სიმსივნის ტიპი
  • ლოკალიზაცია
  • გავრცელება
  • დაავადების სტადია
  • ჩატარებული მკურნალობა
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და მისი ნება-სურვილი.

 

თითოეული პაციენტის კლინიკური შემთხვევა განიხილება მულტიდისციპლინურ კონსილიუმზე, სადაც გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის შესახებ მიიღება გუნდურად, დარგის სხვადასხვა სპეციალისტების აზრის შეჯერებით. დიაგნოზიდან გამომდინარე პაციენტებს ენიშნებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია ან იმუნოთერაპია.

 

უახლესი საერთაშორისო პროტოკოლები, რეჟიმები და მედიკამენტები, რომლებიც განახლდება და იხვეწება ყოველწლიურად, საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ როგორც გამოჯანმრთელების მაჩვენებლები, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს პაციენტებში.

 

ისარგებლეთ კომპიუტერული ტომოგრაფიის სერვისით , რომელსაც ზურგს უახლესი აპარატურა და გამოცდილი ექიმები უმაგრებს.

 

 

 

განყოფილებაში მედიკამენტური ინფუზიებისთვის ფუნქციონირებს ერთი სივრცე.

10 სავარძელზე გაშლილი დიდი დარბაზი აღჭურვილი კომფორტული მოძრავი სავარძლებითა და თანამედროვე საინფუზიო სისტემებით, ინტერნეტით და ინდივიდუალური ლეპტოპებით, სადაც პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში ჩაიტარონ პროცედურა.

 

პაციენტებს, რომლებისთვისაც დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს თმის ცვენა, გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ  სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში მინიმუმამდე ამცირებს აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარებას.  

 

განყოფილებაში მედიკამენტების ინფუზიისთვის მომზადება წარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ იზოლირებულ სივრცეში ფარმაცევტის მიერ.

გაზიარება