კომპიუტერული ტომოგრაფიის დეპარტამენტი

თოდუას კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) Siemens-ის 4 უახლესი აპარატითა და გამოცდილი რადიოლოგების მეთვალყურეობით ტარდება. ეს მიდგომა უზრუნველყოფს კვლევის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და საშუალებას გვაძლევს, მინიმალური რადიაციული დასხივების პირობებში მივიღოთ სრული და მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკური ინფორმაცია.

 

განყოფილების ხელმძღვანელი - რადიოლოგი გიორგი წივწივაძე

 

ჩვენი სერვისი მხოლოდ CT კვლევის ჩატარებით არ შემოიფარგლება. მიღებულ გამოსახულებებს მაღალკვალიფიციური ექიმები დეტალურად აანალიზებენ, რის შემდეგაც პაციენტს მიღებულ შედეგებს მარტივი და გასაგები ენით უხსნიან.

თანამედროვე ტექნოლოგიები, გამოცდილ ექიმთა გუნდი, კომფორტული გარემო, ლოდინის მინიმალური დრო და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები - ეს ის პირობებია, რომლებიც თოდუას კლინიკაში დაგხვდებათ.

რა შემთხვევაშია საჭირო კატე კვლევა?

 

CT კვლევისას სხეულში რენტგენის სხივები ვრცელდება. მიღებულ მონაცემებს კომპიუტერი ამუშავებს და ორგანოებისა და ქსოვილების დეტალურ 3D გამოსახულებას ქმნის.

კომპიუტერული ტომოგრაფია ინიშნება მაშინ, როდესაც შინაგანი ორგანოების მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სწრაფი და დეტალური ინფორმაციაა საჭირო. ყველაზე ხშირი ჩვენებებია:

 

დიაგნოსტიკა

  • სიმსივნეები და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები;
  • ტრავმები და მოტეხილობები;
  • ინსულტი და თავის ტვინის დაავადებები;
  • ფილტვის პათოლოგიები - პნევმონია, ემფიზემა, ფილტვის ემბოლია;
  • გულის დაავადებები;
  • სისხლძარღვოვანი პათოლოგიები - ანევრიზმა, თრომბოზი;
  • თირკმლის კენჭები;
  • შინაგანი სისხლდენა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.

მონიტორინგი

  • სიმსივნის კონტროლი მკურნალობის პროცესში;
  • ოპერაციის შემდგომი შეფასება;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

 

კატე კვლევის სახეები თოდუას კლინიკაში

 

თავის ტვინის, თავის ქალის ძვლების და ხერხემლის კატე

შესაძლებელია თავის ტვინის სტრუქტურის, თავის ქალის ძვლების მთლიანობისა და ხერხემლის სვეტის შეფასება, ტრავმებიდან სიმსივნებამდე.

 

გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის კატე

თოდუას კლინიკაში ხდება ფილტვების, გულის, ღვიძლის, პანკრეასის, თირკმელების და მენჯის ორგანოების სრული დიაგნოსტიკა.

 

CT-ანგიოგრაფია

სისხლძარღვების - არტერიებისა და ვენების სტრუქტურისა და გამავლობის შეფასება. გამოიყენება ანევრიზმის, სტენოზისა და სისხლძარღვოვანი მანკების გამოსავლენად.

 

არაინვაზიური CT-კორონაროგრაფია

ჰოსპიტალიზაციის გარეშე გულის კორონარული სისხლძარღვების შეფასებაა შესაძლებელი. კვლევა გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, გრძელდება სულ 5-7 წუთი და გართულებები არ ახასიათებს.

 

CT-დენსიტომეტრია

კვლევისას ძვლის მინერალური სიმკვრივის რაოდენობრივი შეფასება შეიძლება. გამოიყენება ოსტეოპოროზის ხარისხის დასადგენად და ძვლის ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგისთვის.

 

თავის ტვინის პერფუზია

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის შეფასება. განსაკუთრებით ღირებულია ინსულტის მწვავე სტადიაში, როდესაც დრო კრიტიკული ფაქტორია.

ინტერვენციული პროცედურები

კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით ხდება ბიოფსია, პათოლოგიურად დაგროვილი სითხის ასპირაცია (დრენირება) და სხვა მინიმალურად ინვაზიური ჩარევები.

ტომოგრაფი ექიმს ზუსტად აჩვენებს იმ უბანს, სადაც ჩარევაა საჭირო. ეს კი პროცედურის სიზუსტესა და უსაფრთხოებას ზრდის.

 

თანამედროვე ტექნიკა თოდუას კლინიკაში

 

თოდუას კლინიკა აღჭურვილია Siemens-ის 4 უახლესი ტომოგრაფით. ისინი გამოსახულების მაღალი ხარისხითა და ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფით გამოირჩევიან. ხელოვნური ინტელექტით (Artificial Intelligence) მართული ტომოგრაფები საშუალებას იძლევა, დასხივების დაბალი დოზით გამოსახულების უმაღლესი ხარისხი მივიღოთ. 

 

Somatom Force - Dual Source ტექნოლოგია

Somatom Force უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფია. მისი განმასხვავებელი თვისება Dual Source (DSDE) ტექნოლოგიაა - ორი რენტგენის მილი. ორივე მილი ერთდროულად მუშაობს ენერგიის სხვადასხვა დონეზე. 

ეს ნიშნავს:

  • მნიშვნელოვნად მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას;
  • ერთმილიან სისტემებთან შედარებით, შემცირებულ რადიაციულ ექსპოზიციას;
  • ქსოვილების შემადგენლობის უფრო ზუსტ დიფერენცირებას.

 

Somatom go. Top

Somatom go.Top არის მრავალმხრივი კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერი, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებადაა შექმნილი. ის სწრაფი და ეფექტურია. ეს აპარატი იდეალურია რუტინული პროცედურებისთვის. go.Top სკანერი აღჭურვილია ფუნქციებით, რომელთა მიზანი სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია და პაციენტის კომფორტის უზრუნველყოფაა. 

 

Somatom Definition Edge

Somatom Definition Edge მკაფიო, დეტალური სურათების შესაქმნელად მოწინავე ტექნოლოგიას იყენებს. სწორედ ამიტომ, ის განსაკუთრებით ეფექტურია კომპლექსურ, მძიმე კლინიკურ სიტუაციებში. სკანერი აღჭურვილია ფუნქციებით, რომლებიც აძლიერებს მის უნარს - ზუსტი ანატომიური დეტალები გადაიღოს.

 

Somatom Definition Edge Plus

Definition Edge-ის განახლებული მოდელია Edge Plus. ის სურათს განსაკუთრებულად სწრაფად იღებს და სიზუსტით გამოირჩევა. ეს სკანერი ინოვაციური პროგრამული და ტექნიკური მახასიათებლებითაა აღჭურვილი, რაც მის დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის.

 

რა არის კონტრასტი და როდის არის საჭირო?

 

კატე კვლევა კონტრასტით გულისხმობს სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების შეყვანას - ჩვეულებრივ ინტრავენურად, ზოგჯერ პერორალურად. ეს ნივთიერება საჭიროა, რათა ორგანოები და სისხლძარღვები სურათზე უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს.

კვლევის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სითბოს შეგრძნება ან პირში სპეციფიკური გემო. ეს ნორმალური რეაქციაა.

კონტრასტი სიმსივნეების, ანთებითი პროცესებისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შეფასებისთვის ინიშნება. კვლევის ტიპს ყოველთვის წყვეტს ექიმი.

 

როგორ მოემზადოთ კატე კვლევისთვის?

როგორც წესი, უკონტრასტო კვლევა სპეციალურ მომზადებას არ საჭიროებს. 

თუ კვლევა კონტრასტით უნდა ჩაიტაროთ, მაშინ გაითვალისწინეთ:

  • სასურველია, თირკმლის ფუნქციის შესამოწმებლად, კრეატინინის ანალიზი გაიკეთოთ;
  • კვლევის დღეს მეტფორმინის ჯგუფის მედიკამენტების (დიაბეტის სამკურნალო) მიღება არ არის რეკომენდებული;
  • ალერგიის ისტორია ექიმს წინასწარ აცნობეთ;
  • ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

კვლევის პროცესი:

  • გრძელდება 5-10 წუთი;
  • სუნთქვის შეკავებასთან დაკავშირებით მითითებებს ოპერატორი მოგცემთ;
  • ორსულობის შემთხვევაში - აუცილებლად აცნობეთ ექიმს კვლევამდე.

 

კატე კვლევის რისკები და უკუჩვენებები

 

კატე კვლევა უსაფრთხოა. თოდუას კლინიკის ტომოგრაფები მინიმალური რადიაციული დოზით, AI-ის დახმარებით, მუშაობს. ამასთან, გასათვალისწინებელია შემდეგი:

  • კონტრასტთან დაკავშირებული რისკები - შესაძლებელია ალერგიული რეაქცია გამოვლინდეს, თუმცა ეს იშვიათია; განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დროებითი ცვლილება;  
  • ორსულობა - კვლევა მხოლოდ ინდივიდუალური შეფასებისა და კლინიკური აუცილებლობის გამო ტარდება.

პაციენტის კლინიკური მდგომარეობისა და ჩვენების გათვალისწინებით, ყოველ კვლევას ექიმი ნიშნავს.

 

თოდუას კლინიკა - რეგიონში პირველი ცენტრი

 

1991 წელს აკადემიკოსმა ფრიდონ თოდუამ რეგიონში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის ცენტრი სწორედ თოდუას კლინიკაში გახსნა. მრავალწლიანი გამოცდილება, კვალიფიციური ექიმები და უწყვეტი ინოვაცია ესაა ის, რაც ჩვენ სხვებისგან გამოგვარჩევს.  

 

ჩაეწერეთ კვლევაზე თოდუას კლინიკაში და მიიღეთ ზუსტი პასუხები სწრაფად. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.

 

 

ხშირად დასმული კითხვები

 

რა ღირს კატეს გადაღება? 

პროცედურის - კომპიუტერული ტომოგრაფია ფასები დამოკიდებულია კვლევის ტიპზე - რომელი ორგანო ან უბანი იკვლევა და რამდენად კომპლექსურია კვლევა. მნიშვნელოვანია ისიც, ტარდება თუ არა კონტრასტით. კონკრეტული ფასის გასაგებად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.

 

რა ღირს თავის კომპიუტერული ტომოგრაფია? 

კვლევის - თავის კატე ფასი განსხვავდება პროცედურის ტიპის მიხედვით - ტარდება სტანდარტული CT თუ კონტრასტული კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია კვლევის მიზანიც. ფასის გასაგებად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.

 

რა განსხვავებაა კატე კვლევა კონტრასტით და უკონტრასტოდ? 

კონტრასტული კვლევისას ვენაში სპეციალური ნივთიერება შეჰყავთ, რომელიც სისხლძარღვებისა და პათოლოგიური კერების ჩვენებას აუმჯობესებს. კონტრასტი ინიშნება სიმსივნეების, ანთებისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების შეფასებისთვის. კვლევის ტიპს ყოველთვის ექიმი ნიშნავს.

 

რამდენ ხანს გრძელდება კატე კვლევა? 

კვლევა, როგორც წესი, 5-10 წუთი გრძელდება. შედეგებს განყოფილება დადგენილ ვადაში გასცემს. 

 

საჭიროა თუ არა წინასწარი მომზადება კატე კვლევისთვის?

უკონტრასტო კვლევისთვის, ძირითადად, არა. კვლევა კონტრასტით საჭიროებს: მეტფორმინის შეჩერებას კვლევის დღეს, კრეატინინის ანალიზს, ალერგიის შესახებ ინფორმირებას. ორსულობის შემთხვევაში კი, აუცილებლად წინასწარ კონსულტაციას.

 

უსაფრთხოა თუ არა კატე ორსულობის დროს?

ორსულობის დროს კატე კვლევა ტარდება მხოლოდ კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის ინდივიდუალური შეფასების შემდეგ. კვლევამდე აუცილებლად აცნობეთ ექიმს ორსულობის შესახებ.

გაზიარება