Отделение гастроэнтерологии

Гастроэнтеролог - Сулико Билисеишвили

 

В отделении проводится полный комплекс диагностики и лечения гастроэнтерологических патологий:

  • Воспалительные, язвенные и инфекционные патологии полости рта и пищевода. Лечение гастроэзофагеального и ларингофарингеального рефлюкса, а также эозинофильного эзофагита. Диагностика и лечение предраковых патологий пищевода. Едкие поражения пищевода;
  • Пептические заболевания желудка и двенадцатиперстной кишки - в том числе лечение атрофического гастрита и других предраковых патологий. Лечение гастрита и различных язвенных или не язвенных процессов, связанных с H.pylori;
  • Патологии желчного пузыря и желчевыводящих путей, в том числе заболевания желчевыводящих путей, некалькулёзные желчные боли, патологии желчевыводящих путей аутоиммунного генеза; лечение различных предраковых патологий желчевыводящих путей.
  • Лечение заболеваний, связанных с функциональными и структурными патологиями поджелудочной железы, в том числе лечение кистозных заболеваний поджелудочной железы; лечение панкреатита аутоиммунного или другого генеза.
  • Лечение вирусных и невирусных острых и хронических патологий печени, включая аутоиммунный, алкогольный, метаболический и токсический гепатит, ожирение печени и стеатогепатит; цирротическая и нецирротическая портальная гипертензия, а также цирроз печени и его лечение.
  • Текущие заболевания с нарушением пищеварения и мальабсорбции тонкой и толстой кишки; инфекционный или неинфекционный энтерит и энтероколит; лечение острой и хронической диареи различного генеза; неспецифическое воспаление кишечника, включая неспецифический язвенный колит, болезнь Крона и микроскопический колит; запоры и аноректальные патологии.
  • Лечение различных нарушений обмена веществ, связанных с желудочно-кишечным трактом.

 

 

 

 

რა არის გასტროენტეროლოგია

გასტროენტეროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს შეისწავლის. საჭმლის მომნელებელი სისტემა კი, თავის მხრივ, ადამიანის ორგანიზმის მეტად რთული და მნიშვნელოვანი ნაწილია. ის იმ საკვები ნივთიერებების დაშლაზეა პასუხისმგებელი, რომელიც ორგანიზმმა ენერგიის, ზრდისა და განვითარებისათვის უნდა მოიხმაროს. როგორც წესი, გასტროენტეროლოგები დიაგნოსტირებენ და მკურნალობენ საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებებსა თუ დარღვევებს.

 

როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

 

თოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგიური განყოფილება პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს მოიცავს. 

კლინიკაში მაღალკვალიფიციურ გასტროენტეროლოგებთან ვიზიტი შესაძლოა დაგჭირდეთ იმ შემთხვევაში, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის  დაავადებებისა თუ პრობლემების გარკვეული ჩივილები გაწუხებთ, მაგალითად:

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი პრობლემები

 

საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი სიმპტომები კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებულ მიმდინარე ან ქრონიკულ პრობლემებს ეხება. ეს ჩვენებები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი დისკომფორტიდან მძიმე პრობლემებამდე, მაგალითად, მუცლის ხშირი ტკივილი, შებერილობა, დიარეა, ყაბზობა ან აუხსნელი წონის კლება. მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომები არ უგულებელყოთ და გასტროენტეროლოგთან გაიაროთ კონსულტაცია. 

 

ღვიძლისა და პანკრეასის ქრონიკული დაავადებები

 

ღვიძლი და პანკრეასის ქრონიკული პრობლემები რთული სამედიცინო შემთხვევებია. იგულისხმება ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: ჰეპატიტი, ციროზი, პანკრეატიტი და ა.შ.

 

გასათვალისწინებელია, რომ როგორც ღვიძლის, ისე პანკრეასის ქრონიკული დაავადებები მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. 


ნაღვლის ბუშტის პრობლემები


ნაღვლის ბუშტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელების პროცესში. ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები კი უამრავ სამედიცინო მდგომარეობას მოიცავს, მაგალითად, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა, ქოლეცისტიტი, პოლიპები, ბილიარული კოლიკა და ა.შ. 


პირის ღრუსა და ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეები


დისფაგია გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე, გადაყლაპოს საკვები, სითხე ან თუნდაც ნერწყვი. ამ მოვლენას შესაძლოა სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად ნევროლოგიური - ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი -  წინაპირობები, პირის ღრუს, ყელის ან საყლაპავის სტრუქტურული დარღვევები და ა.შ.

 

ამასთანავე, გასტროენტეროლოგია პასუხისმგებელია ისეთ გართულებებზე, როგორებიცაა პირის ღრუსა და საყლაპავის ანთებით პროცესები, პეპტიტური თუ ინფექციური პათოლოგიები, წინასიმსივნური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მენეჯმენტზე. 


სკრინინგი და პრევენცია 


გასტროენტეროლოგთან პრევენციული ვიზიტებით საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს საწყის ეტაპზევე აღმოაჩენთ, შესაბამისად, მკურნალობის პროცესი მეტად ეფექტური იქნება. 

 

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა კუჭ-ნაწლავის დაავადებების მართვის შესაძლებლობას იძლევა.

Поделиться