რა არის CHECK UP?

  • ავლენს დაავადების ადრეულ სტადიებს
  • ამცირებს სამედიცინო ხარჯებს
  • სრული სამედიცინო სერვისის მიღება შესაძლებელია უმოკლეს დროში
  • კომფორტული და მყუდრო გარემო

ჩექაფი ჯანმრთელობის პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევაა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის, რომელიც შესაძლებელს ხდის სიმპტომების გამოვლენამდე აღმოიფხვრას პოტენციური პრობლემები, ზრდის განკურნების შანსებს, ავლენს დაავადებების ადრეულ სტადიებს, ამცირებს სამედიცინო ხარჯებს და რაც ყველაზე მთავარია, ახანგრძლივებს სიცოცხლეს!

არსებობს ჩექაფის როგორც სტანდარტული (GENERAL, ADVANCED, PREMIUM), ასევე პაციენტის სურვილის მიხედვით შედგენილი ინდივიდუალური პაკეტები, რაც მოიცავს ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, სპეციალისტებთან კონსულტაციებს.

პაკეტის შერჩევა ხდება პაციენტის ასაკის, ცხოვრების სტილის და გენეტიკური ფონის გათვალისწინებით. ჩექაფის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ სრული სამედიცინო სერვისი მიიღონ მყუდრო გარემოში და უმოკლეს ვადაში კვლევების შედეგებით შეხვდნენ სპეციალისტებს, მიიღონ რეკომენდაციები თუ დანიშნულებები.

ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი

ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერების გუნდის მხარდაჭერით პაციენტებს შეუძლიათ კლინიკაში არსებული ნებისმიერი სერვისი მიიღონ მარტივად, კომფორტულ გარემოში, ეფექტურად დაგეგმონ კვლევები და აწარმოონ მკურნალობის შემდგომი პერიოდის მონიტორინგი.

სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კერძო დაზღვევის მქონე პირს. დეტალებისთვის წინასწარ კონსულტაცია გაიარეთ ჯანმრთელობის პერსონალურ მენეჯერთან.

ჩექაფის სერვისისა თუ ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერების ინდივიდუალური მომსახურების მიღება შესაძლებელია ჩვენი კლინიკის სამივე ფილიალში.

ჩექაფი-თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

გთხოვთ აირჩიოთ

Female

ქალი

CHECK UP
Male

კაცი

CHECK UP
Kid

ბავშვი

CHECK UP
Individual

ინდივიდუალური

CHECK UP

ნახეთ სასურველი პაკეტი

უკან

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით