კლინიკის სამუშაო საათები?
თოდუას კლინიკის სამუშაო საათებია ყოველდღე შაბათ - კვირის გარდა 09:00 -17:00-მდე.
სად მდებარეობს თქვენი კლინიკა?
თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალის მისამართია თევდორე მღვდლის ქ. #13
თოდუას კლინიკის ვერის ფილიალი მდებარეობს იაკობ ნიკოლაძის #10
თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალის მისამართია ლუბლიანას #21
საჭიროა თუ არა წინასწარი ჩაწერა ანალიზების ასაღებად?
ლაბორატორიულ კვლევებზე წინასწარი ჩაწერა არ გახლავთ საჭირო.
როგორ ხდება სპეციალისტთან ჩაწერა?
სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია კლინიკის ცხელი ხაზის მეშვეობით - 032 2 57 57 57
შესაძლებელია თუ არა ანალიზების პასუხების მიღება ელ.ფოსტით?
დიახ, შესაძლებელია. ანალიზების ჩაბარების დროს შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
მოქმედებს თუ არა კერძო დაზღვევა?
ჩვენი სამედიცინო ცენტრი თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან.
ხართ თუ არა ჩართული საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში?
თოდუას კლინიკაში, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაიტარონ გეგმიური ოპერაციები და მიიღონ სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით.
საჭიროა თუ არა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე წინასწარი ჩაწერა?
კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე წინასწარი ჩაწერა საჭირო არ არის.
როგორ ხდება მაგნიტურ - რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ჩაწერა?
წინასწარი ჩაწერა შესაძლებელია აღნიშნულ ნომერზე - 032 2 57 57 57