სამედიცინო ტურიზმი

სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტი ემსახურება, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, რათა მათ შეუფერხებლად მიიღონ მათთვის სასურველი სამედიცინო მომსახურება.

 

რას მოიცავს სამედიცინო ტურიზმი?

 

დეპარტამენტი მოიცავს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას, რაც გულისხმობს:

  • საჰაერო და სახმელეთო მგზავრობის დაგეგმვასა და უზრუნველყოფას
  • სასტუმროში განთავსებას (რომელთა შერჩევა მოხდება მომხმარებლის სურვილისამებრ)
  • სატრანპორტო მომსახურებას
  • აეროპორტში ან სურვილსამებრ საზღვარზე დახვედრას და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების უზრუნველყოფას

 

პაციენტი განთავსდება მისთვის გამოყოფილ vip სივრცეში, სადაც ჩაუტარდება ექიმის კონსულტაცია. სერვისი ასევე ითვალისწინებს პაციენტის კვებით უზრუნველყოფას.

პაციენტს ეყოლება პერსონალური მენეჯერი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 24/7 განმავლობაში.

 

რა შედის მომსახურებაში?

 

  • ვიზიტის დაგეგმვა
  • მომსახურების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა
  • ბიუროკრატიული კოორდინირება
  • თქვენთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, მომზადება.

 

უცხოეთში მკურნალობა და თარჯიმანის სერვისი

 

პაციენტს შესაძლებელობა ექნება ისარგებლოს თარჯიმანის მომსახურებით უცხოეთში მკურნალობისთვის:

პაციენტებს ვთავაზობთ  კლინიკის მიერ გაცემული დოკუმენტაციის თარგმნას და საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებას მათთვის სასურველ ენაზე.

გაზიარება