ჩვენ შესახებ

თოდუას კლინიკა 1991 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ დაარსდა.  მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი დაკომპლექტებულია  მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმებით, აღჭურვილია  ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას  და გამორჩეულია მყუდრო, კომფორტული გარემოთი.

 

თოდუას კლინიკის უპირატესობა საუკეთესო ექიმებისა და უახლესი აპარატურის  კომბინაციაა. სწორედ ეს განაპირობებს მოსახლეობის ნდობასა და  ერთგულებას.

 

თოდუას კლინიკის პაციენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში   მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება, მათ შორის: გენეტიკური კვლევები, პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფია (პეტ/კტ), ენდოციტოსკოპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ტრანსბრონქული ბიოფსია, ლაპაროსკოპული ონკოქირურგია, იმუნოთერაპია, სრული კომპიუტერული ტომოგრაფია, რადიოქირურგია. ამ პროცედურებისა და კვლევების უკან პროფესიონალთა გუნდი დგას, რომლის თითოეული წარმომადგენელი, თავისი პროფილის შესაბამისად ჩართულია პაციენტის მაღალკვალიფიციურ მკურნალობაში.

 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია - კლინიკაში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომები, ექიმები არ იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, მხოლოდ კონსილიუმის - სპეციალისტების საერთო შეფასებების შეჯერებით ხდება მკურნალობის დაგეგმვა. ამას გარდა, რთული პაციენტების მდგომარეობის განხილვა უცხოელ კოლეგებთან სპეციალური ტელეხიდების საშუალებით ხორციელდება.  

 

თოდუას მრავალპროფილური კლინიკა ერთადერთია საქართველოსა და მთელ რეგიონში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში.

 

წარმატებული კლინიკური პრაქტიკის გარდა არის სხვა კომპონენტებიც, რომელთა დამსახურებით თოდუას კლინიკა რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. ესენია: განათლების, კვლევითი და საერთაშორისო ურთიერთობების ასპექტები. კლინიკას ძალიან ძლიერი შიდა საგანმანათლებლო პროგრამა აქვს. ამასთან, ექიმები აქტიურად გადიან სხვადასხვა კურსებს ევროპასა თუ ამერიკაში. მუდმივად ეცნობიან კვლევით პუბლიკაციებს.  ყველაფერი ეს განაპირობებს კლინიკის უნიკალურობას, წარმატებას და ლიდერობას რეგიონში.

გაზიარება