წინასწარი ჯავშნის წესები

ექიმთან თქვენი ვიზიტის უკეთ ორგანიზების მიზნით თოდუას კლინიკაში დაინერგა დაჯავშნისთვის წინასწარი გადახდის პირობა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს გაცდენილ ვიზიტებს, უკონტროლო რიგებსა და მომხმარებლის დისკომფორტს.

 

 

როგორ ხდება სპეციალისტთან ჩაწერა?

 

ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ როგორც Todua Clinic-ის განახლებული აპლიკაციით, ასევე კლინიკის ვებ-გვერდიდან, სადაც თოდუა AI თქვენი ჩივილების მიხედვით შესაბამისი სპეციალისტის შერჩევაში დაგეხმარებათ.

ჩაწერა კვლავ შესაძლებელია ცხელი ხაზის - *5757-ის ან კლინიკის რეგისტრატურის საშუალებით.

ვიზიტი წინასწარ იჯავშნება ავანსით.

 

რა თანხას ვიხდი დაჯავშნისას, თუ დაზღვევა მაქვს?

 

დაზღვეული პაციენტი კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნისას იხდის მხოლოდ ავანსს, მიუხედავად იმისა, რამდენი დღით ადრე ჯავშნის ვიზიტს. თუ საბოლოოდ გადასახდელი თანხა ავანსზე ნაკლები აღმოჩნდება, სხვაობა კლინიკაში, რეგისტრატურაში დაგიბრუნდებათ.

 

 

რა თანხას ვიხდი დაჯავშნისას, თუ დაზღვევა არ მაქვს?

 

თუ კლინიკაში ვიზიტამდე 3 სამუშაო დღეზე მეტია დარჩენილი, დაზღვევის არმქონე პაციენტი დაჯავშნისას იხდის მხოლოდ ავანს.

თუ დარჩენილია 3 სამუშაო დღე ან ნაკლები, ის იხდის მომსახურების სრულ ღირებულებას.

 

 

როდის უნდა გადავიხადო დარჩენილი თანხა, თუ ვიზიტი 3 სამუშაო დღეზე გვიან მაქვს დაგეგმილი?

 

პაციენტი ვიზიტამდე 3 სამუშაო დღით ადრე SMS-ით იღებს გადახდის ბმულს. დარჩენილი თანხა მან ბმულის მიღების დღის 24:00 საათამდე უნდა გადაიხადოს.

 

 

რა მოხდება, თუ დარჩენილ თანხას მითითებულ ვადაში არ გადავიხდი?

 

თუ პაციენტი დარჩენილ თანხას მითითებულ ვადაში არ გადაიხდის, ჯავშანი გაუქმდება. გადახდილი ავანსი არ დაბრუნდება.

 

 

შემიძლია ვიზიტის თარიღის შეცვლა ან ჯავშნის გაუქმება?

 

თუ ვიზიტამდე 3 სამუშაო დღეზე მეტია დარჩენილი, პაციენტს შეუძლია ერთხელ შეცვალოს თარიღი ან გააუქმოს ჯავშანი. გაუქმებისას გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდება. ცვლილება ან გაუქმება შესაძლებელია კლინიკის ცხელი ხაზის ან რეგისტრატურის მეშვეობით. თუ დარჩენილია 3 სამუშაო დღე ან ნაკლები, თარიღის შეცვლა ან ჯავშნის გაუქმება შეუძლებელია, ხოლო გადახდილი თანხა არ ბრუნდება ვიზიტზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც.

 

ონლაინ ჯავშნის განხორციელებითა და გადახდის შესრულებით პაციენტი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ჯავშნის, მისი ცვლილებისა და გადახდის წინამდებარე პირობებს.

გაზიარება