D ვიტამინი და მისი მნიშვნელობა ჩვენს ორგანიზმში

12/01/2022

 

d ვიტამინი და მისი როლი

 

d ვიტამინი ცხიმში ხსნადი, ჰორმონის მსგავსი სტრუქტურის ვიტამინია, რომლის ძირითადი ფუნქციაა სისხლში კალციუმის და ფოსფორის დონის მუდმივობის შენარჩუნება, ძვლის სიმკვრივის უზრუნველყოფა და აქტიური მონაწილეობა ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
მრავალი კლინიკური კვლევით დასტურდება d ვიტამინის გავლენა იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, რეპროდუქციულ სისტემების გამართულ ფუნქციონირებაზე.



d
ვიტამინის დეფიფიციტის გამომწვევი მიზეზები

 

ნაკლები მზის სინათლე, ზამთრის სეზონი d ვიტამინის დეფიციტზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, რადგან მზის სინათლეში არსებული ულტრაიისფერი სხივების მოხვედრის შემდეგ ხდება ორგანიზმში დ ვიტამინის წარმოქმნა. რადგან ცივი სეზონის პერიოდში მზის სხივებს ნაკლებად ვეფიცხებით, სხეული საგულდაგულოდ არის დაფარული თბილი სამოსით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დ ვიტამინის დეფიციტს განიცდის. მისი ნაკლელობა კი ხშირად იწვევს:

 

  • ძვლების და კუნთების დაავადებებს
  • სასუნთქი სისტემის ინფექციურ დაავადებებს


დეფიციტის დროს, პაციენტებს ხშირად აწუხებთ

  • თმის ცვენა
  • კანის სიმშრალე
  • ადვილად მსხვრევადი ფრჩხილები
  • ჭარბოფლიანობა
  • სისუსტე
  • დეპრესიული განწყობა

 

თუმცა, სავსებით შესაძლებელია, უსიმტომოდაც მიმდინარეობდეს.

 

 

d ვიტამინი და ბუნებრივი წყაროები

ქვემოთ წარმოდგენილია ის ბუნებრივი წყაროები, რომლებიც d ვიტამინის მიღებაში დაგეხმარებათ. ესენია:

  • სასურველია, შესაძლებლობისთანავე დღის განმავლობაში 15-20 წუთით მაინც მიეფიცხოთ მზეს
  • თევზეული და თევზის ცხიმი (ორაგული, თინუსი, სკუმბრია) საუკეთესოა კვების რაციონში შესატანად, უწყობს ხელს ძვლების გამაგრებას, ამცირებს გულის დაავადებებს, შეუცვლელი პროდუქტია სახსრებისთვის, ხშირად მას ბუნებრივ „ანტიდეპრესანტადაც“ მოიხსენიებენ
  • რძე და რძის პროდუქტები საკმაროდ კარგი წყაროა d ვიტამინის
  • სოკო, ერთადერთი მცენარეული პროდუქტია, რომელიც დ ვიტამინს შეიცავს
  • მცირე რაოდენობით, თუმცა კვერცხიც შეიცავს დ ვიტამინს.
გაზიარება