მენსტრუალური ციკლის დარღვევა - გამომწვევი მიზეზები

27/07/2021

მენსტრუაციის ციკლის დარღვევა

 

მენსტრუალური ციკლი ინდივიდუალურია და საშუალოდ, ყოველ 27-30 დღეში ერთხელ იწყება და გრძელდება 3-5 დღის განმავლობაში. შესაძლებელია დღეების რაოდენობა შეიცვალოს, გახანგრძლივდეს ან შემცირდეს, ნებისმიერი მინიშნება თქვენს ორგანიზმში, იქნება ეს ტკივილიანი მენსტრუაცია, გახშირებული თუ შემცირებული ციკლი აუცილებელი მიზეზია გინეკოლოგთან ვიზიტისთვის.

 

იმისთვის, რომ დაკვირვებით და დეტალურად ადევნოთ თვალი ციკლის მიმდინარეობას, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ან ჩამოწეროთ სხვადასხვა აპლიკაცია სმარტფონში, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ მართოთ პროცესები.

 

 

მენსტრუალური ციკლის დარღვევის, შეწყვეტის, არარეგულარული პერიოდის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება გახდეს. მათ შორის  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რეპროდუქციულ ორგანოებთან და ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მენსტრუალური ციკლის დარღვევების ტიპებია:

 

ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა/არ ქონა

პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია, ინტერვალების შემცირება

მენორაგია - ჭარბი მენსტრუალური გამონადენი

ჰიპომენორეა - მწირი მენსტრუაცია

დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია

 

მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები

 

მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

  • ორსულობის დადგომის შემდეგ მენსტრუალური ციკლი წყდება, როგორც წესი, ეს ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ორსულობის საწყისი პერიოდის
  • პოლიკისტოზური საკვერცხეები - ჰორმონალური დისბალანსის ფონზე, ოვულაცია ირღვევა, რის გამოც ხშირია მენსტრუალური ციკლის გადაცდენები
  • საშვილოსნოს ფიბრომებს ახასიათებთ ხანგრძლივი და ჭარბი სისხლდება
  • კვებითი აშლილობები ხშირად იწვევს ამენორეას
  • ჰიპერპროლაქტინემია - პროლაქტინის (სტრესის ჰორმონის) მაღალი მაჩვენებელი იწვევს მენსტუალური ციკლის რაოდენობის შემცირებას და ზოგჯერ ამენორეას.
  • ორალური კონტრაცეპტივების მიღებას შესაძლებელია მოჰყვეს მწირი მენსტრუაცია.

 

ის, რაც უნდა ვიცოდეთ

  • ორალური კონტრაცეპტივების თვითნებურად მიღებას და შეწყვეტას ექიმთან კონსულტაციის გარეშე შესაძლებელია მოჰყვეს გართულებები
  • ძილის-ღვიძილის დარღვევა ხშირ შემთხვევაში იწვევს სასქესო ორგანების ფუნქციების დარღვევას
  • სტრესული ფაქტორები უარყოფითად აისახება რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციონირებაზე
  • როგორც წონის დეფიციტი, ასევე წონის მატება (სიმსუქნე) ზეგავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლის ცვლილებებზე
  • მენოპაუზის დროს, ქალების უმრავლესობას ცხოვრების ხარისხი უქვეითდებათ, სწორედ ამ ხარისხის აღდგენისთვის და შენარჩუნებისთვის აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან თანამედროვე მედიცინაში უამრავი ეფექტური მეთოდია პროცესის მართვისთვის

 

მკურნალობის მეთოდები

 

მენსტრუალური ციკლის დარღვევა თუ ერთჯერადი არაა, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები, მათ შორის, ოპერაციული ჩარევები. 

 

ექიმთან ვიზიტის შემდგომ, როგორც წესი ინიშნება სასქესო ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის და სასქესო ჰორმონების ფუნქციური ტესტები, საჭიროებისამებრ მეტაბოლური პანელი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება