რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე?
პატარა, პეპლის ფორმის ორგანო - ფარისებრი ჯირკვალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა და უდიდეს როლს ასრულებს ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, რეპროდუქციული სისტემების განვითარებასა და რეგულაციაში.
ფარისებრი ჯირკვალი ორ ძირითად ჰორმონს - თიროქსინს და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს. ისინი ჩვენ სხეულში მეტაბოლიზმს არეგულირებენ: გავლენას ახდენენ ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლაზე, ცილების წარმოქმნაზე, მონაწილეობენ სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაში, განსაზღვრავენ გულისცემის სიხშირეს.
სარჩევი
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება ხდება შემდეგი ჰორმონების კვლევით:
- თირეოტროპული ჰორმონი - TSH
- თავისუფალი თიროქსინი - FT4
- თავისუფალი ტრიიოდთირონინი - FT3
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური დარღვევების მიზეზად ხშირად ვლინდება აუტოიმუნური აგრესია, როდესაც ჯირკვალში გამომუშავდება: ას თირეოგლობულინი (anti-TG), ას თირეოიდული პეროქსიდაზა (anti-TPO) და anti-TSHR, რომელიც თირეოტროპული ჰორმონის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულია და ვითარდება აუტოიმური დაავადებები: აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება.
TSH ანალიზი
TSH - თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონი, ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ჰორმონია დიაგნოსტირებისა და მონიტორინგისთვის. ფარისებრ ჯირკვალს ესაჭიროება ინფორმაცია, რამდენი თირეოიდული ჰორმონი უნდა გამოიმუშაოს. სწორედ ამ ინფორმაციას ადგენს TSH ანალიზი.
როგორც წესი, ლაბორატორიათა უმრავლესობაში TSH-ის ნორმის ფარგლები 0.4 mU/L -დან 4.0 mU/L-მდე მერყეობს.
FT4 ანალიზი
FT4-ის ტესტი ძირითადად ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს ჰიპერ ან ჰიპოთირეოიდიზმის სიმპტომები აქვს ან TSH-ის ანალიზის პასუხები ნორმაში არ არის.
FT3 ანალიზი
Ft3 კი ძირითადად თირეოტოქსიკოზის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება, როდესაც ვლინდება პირველადი სკრინინგული ტესტის - TSH-ის ნორმაზე (ან რეფერალურ საზღვარზე) დაბალი მაჩვენელებლი.
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
სანამ მიიღეთ რჩევებს თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს და გაიგოთ ფაირსებრი ჯირკვლის გამოკვლევის ფასი, ექიმი, კონსულტაციაზე ჩაწერა და ა.შ. ამისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების დროს, ანუ ჰიპერთირეოზის დროს, შესამჩნევია:
- ცვალებადი განწყობა
- რეპროდუქციული სისტემაზე გავლენა
- ოფლიანობა
- მოუსვენრობა
- წონაში უეცარი კლება
- გულის აჩქარება
- ხელების კანკალი
- ინსომნია
ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითების დროს, ანუ ჰიპოთერიოზის დროს, შესამჩნევია:
- წონის მატება
- თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა
- კანის სიმშრალე
- გულის რიტმის შენელება
- დაბალი არტერიული წნევა
- მოდუნება და ძილიანობა