რას წარმოადგენს რეტენციული კბილები?

12/08/2022

რეტენციული კბილები

 

რეტენციული ეწოდებათ კბილებს, რომელთა ამოჭრა გარკვეული მიზეზების გამო არ მოხდა. ისინი შესაძლოა იყოს სრულად ან ნაწილობრივ ფორმირებული, იკავებდნენ სწორ ან ირიბ პოზიციას ამოჭრის მიმართულების შესაბამისად და განლაგებული იყოს სხვადასხვა პოზიციასა და სიღრმეში.

 

რეტენირებული კბილები ხშირად ხდებიან არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბების მიზეზი, როდესაც რეტენციული კბილის გვირგვინი აწვება გვერდზე მყოფ კბილის ფესვს, ზეწოლის შედეგად შეიძლება მოხდეს ამ ფესვის რეზორბაცია ან/და კბილთა ანომალიური მდებარეობა.

 

 

რა არის კბილების რეტენციის მიზეზი?

  • კბილის ჩანასახის დისტოპია,
  • ქვედა ყბის ზომების შემცირება,
  • კბილის ჩანასახების დაზიანება და სხვა.

 

კბილის ამოჭრის შეკავება (რეტენცია) შეიძლება იყოს სრული და არასრული, როდესაც კბილი ნაწილობრივ ამოიჭრება მას ნახევრად რეტენცია ეწოდება. ასეთ მდგომარეობაში კბილი შეიძლება იყოს ძალიან დიდხანს, ეს კი ხელს უწყობს თანკბილვის დარღვევას, წარმოიქმნება სივრცე კბილებს შორის და ასეთ დროს ადგილი აქვს ანტაგონისტი კბილების დაგრძელებას.

 

კბილების ამოჭრის შენელების მიზეზებია ასევე ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ, ქსოვილოვან დონეზე ნუკლეინის მჟავის ცვლის მოშლა, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები.

 

მერვე კბილების, ისევე როგორც სხვა ჯგუფის კბილების ამოჭრა მიმდინარეობს გართულების გარეშე, თუმცა არსებობს ინფექციის განვითარების რისკი, როდესაც დაზიანებას იწვევს მეზობლად მდებარე, მეორე დიდ ძირითად კბილზე ზეწოლა. ასევე  განსაკუთრებით საყურადღებოა კბილების ირგვლივ რბილი ქსოვილების ანთება, პერიკორონარიტი, პერიოსტიტი, აბსცესი და ფლეგმონა.

 

შევინარჩუნოთ თუ შეველიოთ?

 

როდესაც მერვე კბილის ირგვლივ განვითარდება ანთება ან/და სიბრძნის კბილის მდებარეობა ჰორიზონტალურია ან ირიბია და აწვება გვერდით კბილის გვირგვინს ან ფესვს, რეკომენდებულია ამოღება. 

 

 

 

რეტენციული კბილების ექსტრაქციის დაწყებამდე აუცილებელია რენტგენოლოგური გამოკვლევის ჩატარება, რათა განისაზღვროს კბილის მდებარეობა დადადგინდეს კბილის ექსტრაქციის ტაქტიკა და მაშტაბები.

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება