როზაცეა, ანუ ვარდისმაგვარი კანი

17/02/2023

როზაცეა კანის დაავადება ვარდისფერი აკნე

 

როზაცეა არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოიხატება სიწითლის, პაპულების და პუსტულების სახით.

ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, უმეტესად ვითარდება 30-50 წლის ასაკში, განსაკუთრებით ღია ფერის კანისთვის არის დამახასიათებელი და ქალბატონებში უფრო ხშირია მისი გამოვლენა.

 

როგორ ვლინდება როზაცეა?

  • სიწითლით და გაფართოებული სისხლძარღვებით
  • წითელი ფერის ფერიმჭამელები
  • ხშირად ვითარდება კანის გასქელება, განსაკუთრებით ცხვირის მიდომაში, ე.წ. რინოფიმა
  • ახასიათებს თვალის პრობლემები, როგორიცაა სიმშრალე, სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება

დაავადების წარმოშობას ხელს უწყობს გენეტიკური ფაქტორი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გარემო და იმუნური პირობები. ალკოჰოლის მიღება, ცხელი და ძალიან ცხარე საკვების მირთმევა, ისეთ გარემოში მუშაობა და დროის ხშირი გატარება, სადაც ტემპერატურა მაღალია.

 

როზაცეა ვლინდება ლოკალურად სახისა და სკალპის მიდამოში და აქვს განვითარების 4 ფაზა:

  • პრეროზაცეა (საწყისი ეტაპი) - ძირითადად კანზე ჩნდება სიწითლე, ჩხვლეტის ან წიწკვნის შეგრძნება, რომელიც უფრო ხშირად სტრესის, მზეზე ყოფნის, ცივი და ცხელი აბაზანის, დახურულ სივრცეში ყოფნის, ალკოჰოლის და ცხარე საკვების მიღების შემდეგ ჩნდება.
  • ვასკულარული ფაზა - კანზე გამოხატულია სისხძარღვები, შეშუპება და ერითემა.
  • ანთებითი ფაზა - როდესაც სიწითლესთან და შეშუპებასთან ერთდ ვლინდება პაპულები და პუსტულები, რომელსაც თან ახლავს ქავილის შეგრძნება და კანის სიმხურვალე
  • გვიანი ეტაპი - როდესაც ყველა აღნიშნულ სიმპტომთან ერთად ხდება თვალთან დაკავშირებული პრობლემების განვითარება

   

როზაცეას მკურნალობა

 

დაავადების საწყის ეტაპზე სამკურალოდ გამოიყენება ადგილობრივი სამკურნალო და მოვლის საშუალებები, ასევე სისხლძარღვოვანი ქსელისა და სიწითლის შესამცირებლად ხშირად მიმართავენ ლაზერულ მკურნალობას.

ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია იქნეს დანიშული ანტიბიოტიკიები და ანტიმიკრობული საშუალებები.

გვიან სტადიაზე და რინოფიმას განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭრო.

გაზიარება