სტრესი და მისი მართვა

20/04/2022

სტრესი და მისი მართვა

 

სტრესი ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელსაც შეგუება ან აღქმა სჭირდება. თავად სიტყვის მნიშვნელობა ითარგმნება როგორც წნეხი ან ზეწოლა. სტრესს ნებისმიერი ადამიანი განიცდის ყოველდღიურად, თუმცა როგორ რეაგირებთ მასზე, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

სტრესი შესაძლებელია მოკლეხნიანი იყოს ან გრძელვადიანი, ქრონიკულ სტრესი კი ხანგრძლივი, მუდმივი განცდაა, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ფიზიკურ ასევე მენტალურ ჯანმრთელობას.

 

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - სტრესის ნიშნები

 

ამ პრობლემის ამოსაცნობად საჭიროა კარგად გაიაზროთ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. პირველ რიგში, უნდა გაიგოთ რეალურად გაქვთ თუ არა სტრესი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაინაიშნოს სათანადო მკურნალობა. ჩვენი კლინიკა დაინტერესდა ამ საკითხი და გთავაზობთ სიმპტომების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენს ეჭვებზე პასუხების გაცემაში.

  • ხასიათის ცვლილება
  • გაოფლიანებული ხელისგულები
  • დიარეა
  • ძილის დარღვევა
  • შფოთვები
  • თავის ტკივილი
  • შემცირებული ენერგია
  • გახშირებული გულისცემა
  • კანკალი
  • დაჭიმული, დაძაბული კუნთები

 

სტრესის ამოცნობა

 

სტრესის ამოცნობა ზოგჯერ ძალიან აშკარა ნიშნებით არ ხდება, ის ყოველდღიურ პატარა დეტალებში იმალება, რომელსაც ყურადღებას ხშირად არ აქცევენ, თუმცა ზეგავლენას ახდენს მუშაობის ხარისხზე, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე, სოციუმთან სხვადასხვა სახის კომუნიკაციაზე.

 

რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • კონცენტრაციის გაძნელება, შფოთვა, ცუდი მახსოვრობა
  • უმნიშვნელო სიტუაციებში ბრაზის გამოვლენა, ცუდ განწყობაზე ყოფნა
  • მაღალი არტერიული წნევა, წონის ცვლილება, ხშირი რესპირატორული დაავადებები, მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • საკუთარ თავზე ზრუნვის გაძნელება, გართობის სურვილის არქონა.

 

გამომწვევი ფაქტორები

 

ქვემოთ ჩამოთვილილია ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება დიდი როლი ითამასოს სტრესის ჩამოყალიბებაში. ყურადღებით წაიკითხე თითოეული მათგანი და შემდეგ თვალი გადაავლე საკუთარ გამოცდილებას. რომელიმე ხომ არ გეცნობა? თუ კი, აუცილებლად დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან

  • მნიშვნელოვანი, დიდი ცვლილებები ცხოვრებაში
  • კონტროლის არქონა ან დაკარგვა სხვადასხვა სიტუაციებში
  • რთული სამუშაო პირობები
  • ფინანსური პრობლემები
  • შიშები, ფობიები
  • სირთულეები პირად ცხოვრებაში
  • ჯანრთელობის პრობლემები
  • ბულინგის ან სიძულვილის ენის გამოცდილება
  • პასუხისმგებლობები, რომლებთან გამკლავება რთულია

 

სტრესის მართვა - ეფექტური გზები

 

სიმპტომების ამოცნობის შემდეგი ნაბიჯი სტრესის მართვა და სწორი მკურნალობაა. ბუნებრივია, ამის შესახებ აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, თუმცა, მანამ გიზიარებთ მისი სწორი მენეჯმენტის რამდენიმე მეთოდს.

  • ეცადეთ მიიღოთ ფაქტები, რომლის შეცვლაც არ შეგიძლიათ
  • დააწესეთ საზღვრები და თქვით უარი ისეთ შემოთავაზებებზე, სიტუაციებზე, რომელიც შფოთვას იწვევს თქვენში
  • გაიჩინეთ ჰობი და ახალი ინტერესები
  • მოერიდეთ ალკოჰოლს და თამბაქოს
  • მიმართეთ სხვადასხვა სახის თერაპიას
  • დაიწყეთ ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა მენტალური ჯანმრთელობისთვის სასიკეთოა

 

რუტინას განსაკუთრებული როლი ენიჭება სტრესის მართვისას, რაც ყოველდღიურ ჩვევებს გულისხმობს: დილით ერთი და იგივე დროს გაღვიძებას, აბაზანის მიღებას, საუზმის მირთმევას, მცირე ხნით მედიტაციისთვის, ვარჯიშისთვის და თქვენი ჰობისთვის ყოველდღიურად გამოყოფილ დროს, რადგან რუტინა ქმნის განცდას, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად ქმნით, გეგმავთ და ახერხებთ ისე ააწყოთ, როგორც გსურთ, გარდა ამის ორგანიზმს ეხმარებით ჰქონდეს მოწესრიგებული ძილის თუ კვების რეჟიმი.

 

თუ ზემოთჩამოთვლილ სიმპტომებს ატყობთ საკუთარ თავს და თავად ვერ უმკლავდებით, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც სტრესის მართვაში დაგეხმარებათ.

გაზიარება