ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური კიბოს მართვის გამოწვევები
28 თებერვალს, თოდუას კლინიკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური კიბოს მართვის გამოწვევები“.
ღონისძიება თოდუას კლინიკის და საქართველოს ონკოლოგიის სკოლისა (GSO) ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ონკოლოგიის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომებისა და სტრატეგიების მულტიდისციპლინურ განხილვას.
