თოდუას კლინიკა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელია
2024 წელი განსაკუთრებული წელი იყო ჩვენი კლინიკისთვის.
სამედიცინო მომსახურება გავუწიეთ 100.000-ზე მეტ პაციენტს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და ხშირად სიცოცხლეც ჩვენს კლინიკას ანდეს. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის!
ჩვენთვის ფასდაუდებელია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის ხარისხი.
2024 წლის შემოდგომას გავხსენით მესამე ფილიალი დიღომში, ჩვენს გუნდს შემოუერთდა არაერთი პროფესიონალი ექიმი, ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განვაახლეთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და წლის ბოლოს კი, კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი აღიარებაც მოვიპოვეთ - ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების ავსტრალიის საბჭოს (ACHSI) შეფასების შედეგად, თოდუას კლინიკა ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელია!
კლინიკამ მიიღო საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები არაერთი მიმართულებით, მათ შორის, ამბულატორიული, ჰოსპიტალური, ონკოლოგიური სერვისების მაღალი ხარისხისა და სანდოობისთვის.
აღნიშნული სერტიფიკატები ადასტურებს, რომ კლინიკაში ხორციელდება უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე!

მადლობას ვუხდით თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც 34 წელია ღირსეულად ემსახურებიან პაციენტებს და სთავაზობენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას!
მადლობას ვუხდით ბასსელ ელ საიეს, ACHSI -ის რეგიონალურ დირექტორს, რომელიც პირადად გვესტუმრა ჯილდოების გადმოსაცემად.