აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში

22/07/2026
 
 
აუტოიმუნური დაავადებების გაფართოებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში!
 
HumaBlot 44FA - თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული სისტემა, რომელიც აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება და სხვადასხვა ტიპის აუტოანტისხეულების ერთდროულად, მაღალი სიზუსტით შეფასების საშუალებას იძლევა.
 
ახალი ტექნოლოგია დაფუძნებულია Line Immunoassay (LIA) მეთოდზე და ავტომატურად ახორციელებს კვლევის ძირითად ეტაპებს - ნიმუშის დამუშავებას, ტესტირებას, სკანირებასა და შედეგების პროგრამულ ინტერპრეტაციას.
 
HumaBlot 44FA-ის საშუალებით შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების შეფასება:
 
ANA-LIA XL - სისტემური შემაერთებელი ქსოვილისა და აუტოიმუნურ-რევმატული დაავადებების შესაფასებლად
ARTHRITIS-LIA - რევმატოიდული ართრიტისა და დაკავშირებული მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის
GASTRO-LIA - კუჭ-ნაწლავის აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის ცელიაკიისა და კრონის დაავადების გამოსავლენად
LIVER-LIA - ღვიძლის აუტოიმუნური პათოლოგიების შესაფასებლად;
VASCULITIS-LIA - სისტემური ვასკულიტებისა და შესაბამისი აუტოიმუნური პროცესების დიაგნოსტიკისთვის.
 
აუტოიმუნური დაავადებების დროს ხშირად სხვადასხვა მდგომარეობას მსგავსი სიმპტომები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი მარკერის, არამედ აუტოანტისხეულების სრული პროფილის შეფასება.
 
ახალი სისტემა ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი სისხლის ნიმუშიდან მიიღონ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს დიაგნოსტიკის სიზუსტის გაზრდას და პაციენტის მართვის პროცესის უკეთ დაგეგმვას.
 
თოდუას კლინიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა კიდევ ერთი ნაბიჯია ზუსტი დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარებისკენ.
გაზიარება