სიახლე!

15/10/2024
 
სიახლე! 14 ოქტომბრიდან, თოდუას კლინიკის პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ „პირადი კაბინეტის“ სერვისით.
 
ჯანმრთელობის პირად კაბინეტში ელექტრონულად ხელმისაწვდომია:
 
ლაბორატორიული კვლევის შედეგები
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფ N100)
რადიოლოგიური კვლევების ჩანაწერები
ექიმის დანიშნულებები
 
პირად კაბინეტში ინფორმაცია აქტიურია 2024 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ განხორციელებულ სერვისებზე.
 
აქტივაციისთვის საჭიროა ერთხელ მაინც მიიღოთ ნებისმიერი სერვისი თოდუას კლინიკის ნებისმიერ ფილიალში და რეგისტრატურაში დააფიქსიროთ თქვენი თანხმობა პირადი კაბინეტის სერვისზე.
 
გაზიარება