თავ-კისრის ქირურგიის დეპარტამენტი
თავ-კისრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი ქრისტესაშვილი
თავ-კისრის სიმსივნეები საკმაოდ მძიმე ონკოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ისინი უმეტესწილად 50-70 წლის ასაკში გვხვდება და ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან. ეტიოლოგიაში ასევე მნიშვნელობა ენიჭება ვირუსულ ინფექციებს ( პაპილომა ვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი), პირის ღრუს ქრონიკულ ანთებით პროცესებს, მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას კანის ზედაპირზე.
თავ-კისრის სიმსივნეებს მიეკუთვნება:
- ხორხის
- ფარისებრი ჯირკვლის
- ცხვირ-ხახის
- პირ-ხახის
- თვალბუდის
- ქვედა ყბის
- სასმენი აპარატის
- სანერწყვე ჯირკვლების
- კანის სიმსივნეები და სხვა.
კლინიკური გამოვლინება:
- ნებისმიერი, მათ შორის უსიმპტომო წარმონაქმნი თავისა და კისრის არეში
- პირის ან ცხვირის ლორწოვანის დაზიანება/დაწყლულება
- კანის წარმონაქმნების ზომის, ფერის ან კონფიგურაციის ცვლილება
- ხმის ტემბრის შეცვლა ( ხმის ჩახლეჩა)
- ყლაპვის გაძნელება
- სახის ასიმეტრია
- ტკივილი
- უსიამოვნო გამონადენი ან სუნი
ხშირად დაავადება მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. ამიტომ, აღნიშნული კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი.
დაავადების განკურნების შანსი დამოკიდებულია :
- სიმსივნის ზომაზე
- ლოკალიზაციაზე
- რეგიონული და შორეული გავრცელების არსებობაზე
ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი სიმსივნის განკურნების შანსი ძალიან დიდია!
მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია დროულ და სწორ დიაგნოსტიკაზე, თანამედროვე მეთოდების კომპლექსურ გამოყენებაზე, როგრიცაა:
- რადიკალური ქირურგიული ოპერაციები, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ტექნიკის გამოყენებით
- ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია
- დისტანციური და კონტაქტური რადიაციული თერაპია.
თოდუას კლინიკაში თავისა და კისრის განყოფილილებაში ტარდება ყველა მასშტაბის ოპერაციული მკურნალობა, საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პაციენტებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სერვისს და კომფორტულ გარემოს.