თორაკალური ქირურგიისა და პულმონოლოგიის დეპარტამენტი

თორაკალური ქირურგიისა და პულმონოლოგიის დეპარტამენტი

 

 

 

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ბექა შუბითიძე

 

თორაკალური ქირურგიისა და პულმონოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური სისტემით - Evis Exera III, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების გამორჩეული სიზუსტითა და მაღალი რეზოლუციით. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს პათოლოგიური პროცესების გაცილებით დეტალურ შეფასებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაგნოსტიკის ხარისხს.სისტემის ახლოფოკუსიანი ვიზუალიზაცია და ფერების მოდულაციის ფუნქციები შესაძლებელს ხდის ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების პათოლოგიების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენასა და შეფასებას.

Evis Exera III - წარმოადგენს ოქროს სტანდარტს კიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკასა და სიმსივნური წარმონაქმნების ვიზუალიზაციაში.




კლინიკაში ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური პროცედურები

 

• ზედა სასუნთქი გზების ვიდეოენდოსკოპია
• ლარინგოსკოპია
• ტრაქეოსკოპია
• ბრონქოსკოპია
• ენდობრონქული ულტრასონოგრაფია ტრანსბრონქული ბიოფსიით (EBUS-TBNA)
• ენდობრონქული ულტრასონოგრაფია ფილტვის პერიფერიული წარმონაქმნების ბიოფსიით და ბრაშ-ბიოფსიით

 

ბრონქოლოგიისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის მიმართულება

 

ბრონქოლოგიისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის დეპარტამენტში ხორციელდება ყველა სახის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური გამოკვლევა და სამკურნალო ენდოსკოპიური ჩარევა ზედა სასუნთქი გზების, ტრაქეისა და ბრონქების კიბოსწინარე ცვლილებების, ასევე კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.

მიმართულება უზრუნველყოფს პაციენტების სრულყოფილ დიაგნოსტიკურ მართვას.

გაზიარება