აბდომინალური ქირურგია
განყოფილების ხელმძღვანელი - ზოგადი ქირურგი თენგიზ გუგეშაშვილი
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით და აპარატურით: STORZ-ის უახლესი თაობის ენდოლაპარასკოპული ნაკრებით ქირურგიული ჩარევებისათვის, ულტრაბგერითი სკალპელით “HARMONIC”, პლაზმური ქირურგიული აპარატით ERBE APC 300, მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით RITA, ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური და ექოსკოპიის აპარატებით (SIEMENS).
განყოფილებაში ტარდება:
- მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.
- საძილე არტერიების რეკონსტრუქცია.
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა.
- რეკონსტრუქციული ოპერაციები საყლაპავის ახალაზიის და საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქრის დროს.
- ღვიძლის ატი პიური რეზექცია, სპლენექტომია, ადრენალექტომია, ქოლეცისტექტომია, აპენდექტომია, თიაქარპლასტიკა.
- რადიკალური, ორგანოშემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი. ონკოქირურგიული ოპერაციები:
- ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ენდოსკოპური მეთოდითკოლექტომია, გასტრექტომია და ჰემიკოლექტომია.
- საყლაპავის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის - კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეების, მცირე მენჯის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების დროს.
- პანკრეატოდუოდენალური რეზექცია.
- ბარიატრიული ქირურგიული ჩარევები ლაპარასკოპიული მეთოდით.
ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციები პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმატულია, შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდი ადვილად გადასატანი და ნაკლებად მტკივნეულია. სტაციონარში ყოფნის პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი შედარებით მოკლე დროში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.