ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის განყოფილება
განყოფილების ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ქაჩიბაია
თოდუას კლინიკაში ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს მკურნალობის ფართო სპექტრს, რაც ეხება ანესთეზიის ტექნიკის შერჩევას, პაციენტების პოსტოპერაციულ მართვას და ტკივილის მენეჯმენტს. ჩვენი სამედიცინო ცენტრის ექიმებს აქვთ მრავალფეროვანი კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილება, ინტერესები და სუბსპეციალობები, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს პაციენტის მოვლაზე და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
თოდუას კლინიკაში ანესთეზიოლოგიური მომსახურება და პოსტოპერაციული მკურნალობა სრულდება ჩარევების დროს როგორებიცაა:
- ნეიროქირურგია
- ზოგადი ქირურგია
- გინეკოლოგიური ქირურგია
- სისხლძარღვთა ქირურგია
- ორთოპედია, ტრავმატოლოგია
- ონკოლოგიური ქირურგია
- მამოლოგია
- თავისა და კისრის ქირურგია
- უროლოგიური ქირურგია
- პლასტიკური ქირურგია
- ინტერვენციული რადიოლოგია
- ენდოსკოპიური ქირურგია
ფართო მულტიდისციპლინარული გუნდით, რომელიც 9 ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს აერთიანებს, ჩვენ ვიცავთ კლინიკაში არსებულ ტრადიციებს, ამავე დროს ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს ანესთეზიოლოგიაში, მათ შორის პერიოპერაციულ პერიოდში. ჩვენი განყოფილება თანამშრომლობს კლინიკაში არსებულ სხვადასხვა განყოფილებებთან,რომლებიც სარგებლობენ ანესთეზიოლოგიური მომსახურებით ან როდესაც მათი პაციენტები საჭიროებენ სპეციალიზებულ ზრუნვას, მაგალითად პედიატრიული ჯგუფის პაციენტები.
კლინიკაში ტარდება:
- ოპერაციის წინა ვიზიტი, პაციენტების გასინჯვა და ოპერაციისთვის მომზადება
- ანესთეზიოლოგიური ტექნიკის შერჩევა სხვადასხვა ტიპის ოპერაციების და სპეციალური საჭიროებების დროს
- პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპია
- ანესთეზიის უზრუნველყოფა მოხუც პაციენტებში
- ანესთეზიის უზრუნველყოფა წონაგადაჭარბებულ პაციენტებში
- ანესთეზიის უზრუნველყოფა კარდიოლოგიური პრობლემების და შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში
- ანესთეზიის უზრუნველყოფა პედიატრიულ პაციენტებში დიაგნოსტიკური გამოკვლევების MRI, CT, PET სკანირების ჩასატარებლად
- ანესთეზიის უზრუნველყოფა ენდოსკოპიური გამოკვლევების დროს
- ანესთეზიის უზრუნველყოფა კლაუსტროფობიის (დახურული სივრცის შიშის) მქონე პაციენტებში დიაგნოსტიკური პროცედურების დროს
- ანესთეზიის უზრუნვეყოფა ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში