ბრონქოლოგიისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის დეპარტამენტი
დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გურამ უნგიაძე
ბრონქოლოგიისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის დეპარტამენტში სრულდება ყველა სახის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკური გამოკვლევა და სამკურნალო ენდოსკოპიური ჩარევა ზედა სასუნთქი გზების, ტრაქეის და ბრონქების კიბოს წინა დაავადებების, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დროს.
დეპარტამენტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ციფრული ენდოსკოპიური აპარატით - Evis Exera III, რომელიც გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, რის შედეგადაც ხდება პათოლოგიური პროცესის უფრო მკაფიოდ შესწავლა. ახლოფოკუსიანი ვიზუალიზაციისა და ფერების შეცვლის ფუნქციით ხდება არსებული პათოლოგიის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება. Evis Exera III წარმოადგენს ოქროს სტანდარტს კიბოსწინარე დაავადებები დიაგნოსტიკასა და სიმსივნური წარმონაქმნების ვიზუალიზაციაში.
თოდუას კლინიკაში წარმოდგენილია შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
• ზედა სასუნთქი გზების ვიდეოენდოსკოპია
• ლარინგოსკოპია
• ტრაქეოსკოპია
• ბრონქოსკოპია
• ენდობრონქული ულტრასონოგრაფია ტრანსბრონქული ბიოფსიით (EBUS-TBNA)
• ენდობრონქული ულტრასონოგრაფია ფილტვის პერიფერიული წარმონაქმნების ბიოფსიით და ბრაშ-ბიოფსიით.