ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი
ენდოკრინოლოგია შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების წყობასა და ფუნქციას, ასევე მათ მიერ გამომუშავებულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს.
ექიმი ენდოკრინოლოგი იკვლევს და მკურნალობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა:
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი, ფარისებრის ანთებითი და კვანძოვანი დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგია)
- შაქრიანი დიაბეტი ( ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური და დიაბეტის სხვა ფორმები)
- მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე
- ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერ- და ჰიპოპარათირეოზი)
- მინერალულ ნივთიერებათა ცვლის დარღვევითა და ვიტამინების დეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობები (კალციუმის დეფიციტი, დ ვიტამინის დეფიციტი, ოსტეოპოროზი და ა.შ.)
- ჰიპოფიზის დაავადებები (ჰიპერპროლაქტინემია, აკრომეგალია, უშაქრო დიაბეტი, კუშინგის დაავადება და ა.შ.)
- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგია (კუშინგის სინდრომი, ადისონის დაავადება, ჰიპერალდოსტერონიზმი და ა.შ.)
ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიათა გახშირება განპირობებულია არასწორი ცხოვრების სტილით, სტრესით, კვების და ძილის რეჟიმის დარღვევით.
პაციენტებს აღენიშნება ისეთი ჩივილები, როგორიცაა
- საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა
- წონის მატება/კლება, წონაში კლების გართულება
- ქრონიკული ყაბზობა, დიარეა
- პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის გრძნობა, ხშირი შარდვა
- მომატებული აღგზნებადობა/შფოთვა
- უძილობა/მომატებული ძილიანობა
- გულისცემის აჩქარება/შენელება, არტერიული წნევის არასტაბილურობა
- სიცივის აუტანლობა, ჭარბი ოფლიანობა
- თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა/აქერცვლა
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა
- კიდურების დაბუჟება
გასათვალისწინებელია, რომ ზემოთხსენებული დაავადებების უმეტესობა შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ამიტომ ენდოკრინოლოგთან დროული ვიზიტი აძლევს სპეციალისტს საშუალებას დაგეგმოს მკურნალობის სწორი ტაქტიკა, მაღალი სანდოობის მქონე ლაბორატორიულ და აპარატულ (ულტრაბგერა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, დენსიტომეტრია) კვლევებზე დაყრდნობით და ხელს უწყობს პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.