გინეკოლოგია

კონსერვატიული გინეკოლოგია მედიცინის მრავლისმომცველი სფეროა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ისეთ დარგებთან, როგორიცაა- ენდოკრინოლოგია, ონკლოგია, უროლოგია, იმუნოლოგია, გენეტიკა, დერმატოლოგია, ინფექციური სნეულებები. ყოველი მათგანი მიზეზ შედეგობრივ კავშირშია. შესაბამისად განსაკუთერებული მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის კომპლექსურ გამოკვლევას, რაც საშუალებას მოგვცემს  მოვახდინოთ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და თავიდან ავიცილოთ მძიმე შეუქცევადი გართულებები.

თოდუას კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე მატერიალურ ტექნკური ბაზა საშუალებას გვაძლევს დროულად და კომპლექსურად ერთ სივრცეში გამოვიკვლიოთ პაციენტი და დავუნიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

კონსერვატიული გინეკოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური მკურნალობა:

  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების  ანთებითი და არაანთებითი დაავადებები
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  • საშვილოსნოს და საკვერცხეების ანატომიური პათოლოგიები:
  • საკვერცხის ცისტები, ენდომეტრიუმის  ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს მიომა
  • გენიტალური ენდომეტრიოზი

გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები პუბერტატულ, რეპროდუქციულ, პერი და პოსტმენოპაუზალურ პერიოდში (ჭარბი, აციკლური სისხლდენები, შემცირებული მენსტრუალური ციკლი,მენსტრუალური ციკლის გადაცდენა) პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, აკნე, ჭარბთმიანობა, ენდოკრინული ჯირკვლების  დისბალანსი და მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული დარღვევები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერპროლაქტინემია, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ნივთიერებათა ციკლის დარღვევები)
  • პრემენსტრუალური სინდრომი ( პრემენსტრუალური შაკიკი, პრემენსტრუალური ალერგია, პრემენსტრუალური დისფორიული სინდრომი....)
  • ჩვეული აბორტი - 2 და მეტი თვითნებითი აბორტის მიზეზების განსაზღვრა და მკურნალობა
  • საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლების კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (სკრინინგული გამოკვლევები - პაპ, ტეტსი, კოლპოსკოპია, მაღალი ონკოტიპის პაპილომავირუსის გამოვლენა - HPV DNA test, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, მამოგრაფია)
  • კლიმაქტერული პერიოდი და მასთან დაკავშირებული დარღვევების დროული დიაგნოსტიკა და კორექცია - ფსიქო - ემოციური, ვეგეტო-სისხლძარღვოვანი, ურო-გენიტალური დარღვევები (საშოს სიმშრალე, ლიბიდოს დაქვეითება, ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს) და ოსტეპოროზი.
  • ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეპცია

 

უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • ერთი ციკლის განმავლობაში ბაზალური ჰორმონალური სპექტრის განსაზღვრა
  • ფოლიკულოემტრია
  • 3D ექოსკოპია
  • ფალოპის მილების ანატომიური მდგომარეობის შეფასება
  • სპერმოგრამა
  • საკვერცხეების სტიმულაცია ნატურალურ ციკლში
  • საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია
  • პაციენტების მომზადება ხელოვნური განაყოფიერებისათვის

 

გაზიარება