ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი

ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტი

 

ინფექციური დაავადებები დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, მთავარი განმასხვავებელი თვისება ის არის, რომ დასნებოვნებული ადამიანი გარემოში გამოყოფს დაავადების გამომწვევს და არის ახალი ინფიცირების წყარო.

გამოყოფენ-ბაქტერიულ და ვირუსულ, მწვავე და ქრონიკულ, ცხელებით და ცხელების გარეშე, აგრეთვე გახანგრძლივებული ცხელებით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს.

 

 

 

ყველაზე გავრცელებულ ინფექციებს მიეკუთვნება: გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსული, კორონავირუსით, რინოვირუსით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ჰერპესვირუსები და ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები -  A, B,  C, D, E, EBV, CMV.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები (წითელი ქარი, მწვავე ლიმფადენიტი, კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია).

მწერების ნაკბენით გამოწვეული ინფექციები მაგ. ბორელიოზი, იგივე ლაიმის დაავადება, ლეიშმანიოზი და სხვა.

 

ინფექციური დაავადებების გამოვლენა გულისხმობს დიაგნოსტიკის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, თუმცა უმთავრესია შეგროვებული ანამნეზი და პაციენტის მიერ წარმოდგენილი ჩივილები:

 

  • ზოგადი სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი
  • ყელის ტკივილი, სურდო
  • ტემპერატურის მატება, შემცივნება
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • ოფლიანობა
  • დიარეა
  • დისკომფორტი მოშარდვის დროს

 

თოდუას კლინიკის ინფექციური პათოლოგიების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა თანამედროვე კვლევის მეთოდებზეა დამყარებული, ანთების მნიშვენლოვანი მარკერების და კონკრეტული ეტიოლოგიური აგენტის გამოვლენით. ულტრათანამედროვე  სამედიცინო აპარატურა გვეხმარება სრულყოფილად შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა.

 

გაზიარება