პედიატრიის დეპარტამენტი თოდუას ვერის ფილიალში

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - პედიატრი თეა აბაჟანდაძე

 

უმაღლესი დონის პედიატრიული მომსახურება თოდუას კლინიკის ვერის ფილიალში - ჩვენი გამოცდილი ბავშვთა ექიმები ზრუნავენ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე ჩვილობიდან მოზარდობამდე. კლინიკაში დაგხვდებათ მყუდრო გარემო, კვალიფიციური კონსულტაცია, დაავადებების პრევენცია და ეფექტური მკურნალობა.

 

დაბადების შემდეგ  ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში ბავშვი ზრდა-განვითარების მრავალ ეტაპს გადის. ფიზიკური განვითრებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება გონებრივ,  ფსიქო-ემოციურ და  სოციალურ  ჯანმრთელობას. ჯანმრთელობისა და განვითარების ყველა ეს ასპექტი ერთობლიობაში მნიშვნელოვანია  ბავშვის საერთო კეთილდღეობის ფორმირებისთვის .

მედიცინა სხვადასხვა დისციპლინებისა და სპეციალიზაციის ექიმებისაგან შედგება.  სპეციალისტები, რომლებიც ბავშვების ან მოზარდების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას უწევენ, პედიატრები ეწოდებათ. პედიატრია ზრდასრულთა მედიცინისაგან რადიკალურად განსხვავებული სამედიცინო მიმართულებაა. ეს კი გამომდინარეობს იქიდან, ახალშობილის, ჩვილის, ბავშვისა და ზრდასრულის სხეული ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება

 

რას მკურნალობს პედიატრი(ბავშვთა ექიმი)?

როგორც წესი, პედიატრები პასუხისმგებელნი არიან ბავშვებში გავრცელებული დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკისა და მკურნალობაზე. 

  • ბავშვთა პროფილაქტიკური შემოწმება: რეგულარული ვიზიტები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და დაავადებების ადრეული პრევენციისთვის.
  • ვაქცინაცია: იმუნიზაცია სახელმწიფო კალენდრისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უსაფრთხო გარემოში.
  • სიმპტომური მკურნალობა: დახმარება მწვავე მდგომარეობების დროს, როგორიცაა ცხელება, ხველა, დიარეა და სხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები.
  • ზრდა-განვითარების მონიტორინგი: ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების ასაკობრივი შეფასება.
  • ქრონიკული დაავადებების მართვა: ხანგრძლივი მეთვალყურეობა და მკურნალობის კორექცია სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიის დროს.

შეიძლება ითქვას, რომ პედიატრიული განყოფილება ბავშვის პირველადი ჯანდაცვის რგოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდო გართულებების საწყის ეტაპზე სწორედ მას უნდა მიმართოთ.

 

პედიატრის როლი ბავშვის ჯანმრთელობის საკითხებში

 

ბავშვები მუდმივად ვითარდებიან და იზრდებიან, ეს კი მეტად რთული და კომპლექსური  პროცესია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესები შეფასდეს და განსაზღვრულ იქნას ინდივიდუალური საჭიროებები, რათა სამომავლო გართულებების პრევენცია მოხდეს. 

 

პედიატრი მშობლებსა და ბავშვებს დახმარებას უწევს გაციების ან  გრიპის შემთხვევებში, რაც მდგომარეობის მართვის შესაძლებლობას იძლევა და მის გართულებას უშლის ხელს. ამასთანავე, ამ დარგის სპეციალისტები ახდენენ ისეთი დაავადებების პირველად დიაგნოსტირებას, როგორებიცაა ასთმა, დიაბეტი, გულის თანდაყოლილი დაავადებები და ა.შ. ამასთანავე, კვების რეკომენდაციების, ბავშვის უსაფრთხოებისა და ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობის შესახებ რჩევების მიღება სწორედ პედიატრისაგან შეგიძლიათ.  

 

შესაბამისად, პედიატრიის ძირითადი მიზანია ფიზიკური დაზიანებების, ინფექციების, გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების, სხვადასხვა ორგანოთა დაავადებებისა და დისფუნქციების დროული გამოვლენა და შემდგომ პაციენტის შესაბამისი პროფილის ექიმთან გადამისამართებაა. 

 

როდის უნდა მიმართოთ პედიატრს?!

 

მოზრდილებისგან განსხვავებული ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ბავშვები საჭიროებენ  ჯანმრთელობის  მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს. სწორედ ამას მოიცავს პედიატრია:

  • ჯანმრთელი ბავშვის ზედამხედველობა მოიცავს ასაკის მიხედვით ვიზიტების კონკრეტულ რაოდენობას. პედიატრთან ვიზიტების განმავლობაში ხდება ბაშვის ჯანმრთელობის და ფიზიკური განვითარების შეფასება, ნუტრიციული სტატუსის შეფასება და ჯანსაღი კვების ხელშეწყობა, ზრდა განვითარებაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება, განვითარების ჩამორჩენის განსაზღვრა და  კორექცია, დაავადებების გამოვლენა და პრევენცია
  • მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარე ჩივილების და დაავადებების არსებობის შემთხვევაში ხდება  შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით უზრუნველყოფა და მკურნალობა
  • პრევენციული ტიპის Check-Up ვიზიტები, გარდა ზოგადი სამედიცინო გასინჯვისა მოიცავს სხვადასხვა ლაბორატორიულ და ინტრუმენტულ კვლევებს, ანემიის სკრინინგს, ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგს, დიაბეტის სკრინინგს, სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალების და ვიტამინების  განსაზღვრას, სისხლის , შარდის და განავლის  საერთო ანალიზებს,  მუცლის ღრუს და შარდ-სასქესო სისტემის ექოსკოპიას
  • Check-Up - პროგრამის მიზანია დაავადებების და პათოლოგიური პროცესების პრევენცია, სიმპტომების გაჩენამდე, საწყის ეტაპზე  პრობლემის იდენტიფიცირება და მართვა. 

 

ბავშვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანია, რომ პედიატრს წელიწადში მინიმუმ ერთხელ ესტუმროთ, რათა შეფასდეს მისი განვითარებისა თუ ზრდის დონე და დადგინდეს არის თუ არა მონაცემები ასაკის შესაბამისი.

გაზიარება