თავ-კისრის ქირურგია

განყოფილების ხელმძღვანელი - გიორგი ქრისტესაშვილი

 

თავ-კისრის სიმსივნეები საკმაოდ მძიმე ონკოლოგიათა რიცხვს მიეკუთვნება. ისინი უმეტესწილად 50-70 წლის ასაკში გვხვდება და ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან. ეტიოლოგიაში ასევე მნიშვნელობა ენიჭება ვირუსულ ინფექციებს ( პაპილომა ვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი), პირის ღრუს ქრონიკულ ანთებით პროცესებს, მზის სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას კანის ზედაპირზე.

 

 

 

თავ-კისრის სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • ხორხის
  • ფარისებრი ჯირკვლის
  • ცხვირ-ხახის
  • პირ-ხახის
  • თვალბუდის
  • ქვედა ყბის
  • სასმენი აპარატის
  • სანერწყვე ჯირკვლების
  • კანის სიმსივნეები და სხვა.

 

კლინიკური გამოვლინება: 

  • ნებისმიერი, მათ შორის უსიმპტომო წარმონაქმნი თავისა და კისრის არეში
  • პირის  ან ცხვირის ლორწოვანის დაზიანება/დაწყლულება
  • კანის წარმონაქმნების ზომის, ფერის ან კონფიგურაციის ცვლილება
  • ხმის ტემბრის შეცვლა ( ხმის ჩახლეჩა)
  • ყლაპვის გაძნელება
  • სახის ასიმეტრია
  • ტკივილი
  • უსიამოვნო გამონადენი ან სუნი

 

ხშირად დაავადება მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომის გარეშე. ამიტომ, აღნიშნული კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი. 

 

 

დაავადების განკურნების შანსი დამოკიდებულია :

  • სიმსივნის ზომაზე
  • ლოკალიზაციაზე
  • რეგიონული და შორეული გავრცელების არსებობაზე

 

ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი სიმსივნის განკურნების შანსი ძალიან დიდია! 

 

 

 

 

 

მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია დროულ და სწორ დიაგნოსტიკაზე, თანამედროვე მეთოდების კომპლექსურ გამოყენებაზე, როგრიცაა: 

 

  • რადიკალური ქირურგიული ოპერაციები, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ტექნიკის გამოყენებით
  • ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია
  • დისტანციური და კონტაქტური რადიაციული თერაპია.

თოდუას კლინიკაში თავისა და კისრის განყოფილილებაში ტარდება ყველა მასშტაბის ოპერაციული მკურნალობა, საოპერაციო ბლოკი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით.  პაციენტებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სერვისს და კომფორტულ გარემოს.

 

გაზიარება