ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტი ვერის ფილიალში
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში კვლევები ხორციელდება ფირმა Canon - ის პრემიუმ კლასის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატებით: Aplio i 700, Aplio a.
აპარატები გამოირჩევა უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, დიდი რაოდენობით ავტომატიზირებული თანამედროვე რეჟიმებით, ვიზუალიზაციის უმაღლესი ხარისხით. ეს ყველაფერი იძლევა მაღალი ხარისხის სკანირების, ვიზუალიზაციის და დეტალიზაციის საშუალებას, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმის საწინდარია.
განყოფილებაში ტარდება :
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ღვიძლის კარის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია)
- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა (თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი)
- გინეკოლოგიური ტრანსაბდომინალური და ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა (საშვილოსნო, საკვერცხეები) ფოლიკულის მონიტორინგი
- ნაყოფის ულტრაბგერითი კვლევა (ორსულობის პირველი, მეორე, და მესამე ტრიმესტრი)
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა
- სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა
- რბილი ქსოვილების ულტრაბგერითი კვლევა
- რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი კვლევა
- სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება (ექსტრაკრანიალური, ტრანსკრანიალური, ზემო და ქვემო კიდურების, მუცლის აორტა, რენული სისხლძარღვები)
- სახსრების ულტრაბგერითი კვლევა
- ახალშობილებში მენჯ-ბარძაყის ულტრაბგერითი კვლევა
- გულის ექოკარდიოგრაფიული კვლევა (ორსულებში 24 კვირის ზევით)
აპარატის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს:
ულტრაბგერების ფორმირების ibeam ტექნოლოგია-იძლევა საშუალებას მივიღოთ ნებისმიერ სიღრმეზე გამოსახულების მაღალი ხარისხი და დეტალიზაცია. ნახევრად გამჭვირვალე მინის ‘’Shadow Glass” ფუნქცია-იძლევა საშუალებას უფრო ხარისხიანად დათვალიერდეს დეტალები.
IDMS პროგრამის მეშვეობით მიიღწევა გამოსახულების სიმკვეთრის შენარჩუნება ნებისმიერ სიღრმეზე.
Aplio გადამწოდები გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით. მათ შეუძლიათ როგორც ღრმა ასევე ზედაპირული სტრუქტურების მოცვა და აქვთ საშუალება მოახდინონ უფრო მეტი სივრცის ვიზუალიზაცია, ორჯერ მეტისა ვიდრე ჩვეულებრივი გადამწოდები.
SMI ფუნქცია იძლევა საშუალებას შეფასდეს მიკროსისხლძარღვების სისხლის ნაკადი.
დენ სკაიბი (Toshiba America Medical Systems) ულტრაბგერითი განყოფილების დირექტორი) აღნიშნავს -‘’ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მთლიანად მორგებულნი არიან პაციანტის უსაფრთხოებაზე, კომფორტზე, გამოკვლევის სიმარტივეზე და ამით ექიმს ეძლევა საშუალება დარწმუნებული იყოს თავის დიაგნოზში’’.
ულტრაბგერით განყოფილებაში სამეანო და გინეკოლოგიური კვლევები ხორციელდება ბოლო თაობის აპარატით - GE Voluson E10 - BT19, ლიდერი სამეანო-გინეკოლოგიური კვლევებისათვის:
- ნაყოფის საუკეთესო 3D/4D გამოსახულება
- ახალი პროგრამის fetalHQ-ს დახმარებით ხდება ნაყოფის გულის კამერების ზომის, ფორმისა და კუმშვადობის შეფასება
- ნაყოფის ტვინის სტრუქტურების შეფასება გაცილებით ეფექტური და მარტივია
- კვლევის 2D, 3D/4D რეჟიმებში მიღებული კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული ხარისხის გამოსახულების ხარჯზე შესაძლებელი ხდება მეტი სიზუსტით დადგინდეს საშვილოსნოსა და მისი დანამატების პათოლოგიური სტრუქტურული ცვლილებები და განვითარების ანომალიები.
სპეციალური პროგრამის, Radiantflow დახმარებით სისხლის მიმოქცევის ვიზუალიზაცია სწრაფად და მარტივად ხორციელდება, მათ შორის დაბალი სიჩქარის სისხლის ნაკადებისაც. მაღალი მგრძნობელობის კომბინირებული ელასტოგრაფიის მეთოდი, როგორც დინამიური ვიზუალური ელასტოგრაფიული სურათით, ისე რაოდენობრივი ანალიზითა SWE მეთოდიკით და ტალღის გავცელების (propagation) რუქებით.