მრტ 1.5T Magnetom Avanto
MAGNETOM Avanto 1.5T გამოსახულების ერთ-ერთ ეტალონად ითვლება მოწინავე Tim® (Total Imaging Matrix) ტექნოლოგიის წყალობით. აღსანიშნავია აპარატის ულტრასწრაფი გამოსახულების მიღების სიჩქარე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას.
გარდა ამისა, სისტემას გააჩნია აკუსტიკური ხმაურის მკვეთრი შემცირების მექანიზმები გრადიენტული მუშაობის ხარისხის შენარჩუნებით. AudioComfort ტექნოლოგია ამცირებს ბგერასთან ასოცირებულ დისკომფორტს. ასევე, MRI-ს აქვს უნიკალური რადიოსიხშირული პულსის სეკვენსები, რაც საერთო ჯამში უზრუნველყოფს ხმოვანი წნევის შემცირებას 97%-მდე.
სკანირების ხანმოკლე დროისა და გამოყენების სიმარტივის გარდა, Siemens MAGNETOM Avanto უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას. სისტემა აღჭურვილია თანამედროვე მაგნიტური და გრადიენტული ტექნოლოგიებით, რომლებიც კომბინირებულია ინოვაციურ გამოსახულების მიღების მეთოდებთან.
ამის შედეგად მიიღება მნიშვნელოვანი კლინიკური უპირატესობები, მათ შორის — დიაგნოზის მაღალი სიზუსტე, მაგნიტური ველის მაღალი ჰომოგენურობა და ცხიმის ეფექტური სატურაცია.
