ტექნოლოგიები

Abbott EnSite™ X

Abbott EnSite™ X – სრული 3D ნავიგაციის და რუკირების სისტემა არითმოლოგიაში

 

EnSite™ X არის უახლესი თაობის სამგანზომილებიანი რუკირების სისტემა, რომელიც გამოიყენება გულის არითმიების ზუსტი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
სისტემა ქმნის გულის შიდა სტრუქტურის 3D მოდელს და რეალურ დროში აჩვენებს ელექტრულ აქტივობას, რაც საშუალებას აძლევს არითმოლოგს ზუსტად განსაზღვროს არითმიის წარმოშობის ადგილი და ჩაატაროს მიზნობრივი მკურნალობა უმაღლესი სიზუსტით.

 

EnSite™ X საშუალებას იძლევა მუშაობა როგორც კონტაქტურ, ისე უკონტაქტო რეჟიმში, რაც ამცირებს რადიაციულ ზემოქმედებას და ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს.

 

 

სისტემის მთავარი კომპონენტები

 

WorkMate Claris™ Recording System

ეს მოდული აგროვებს და აანალიზებს გულის ელექტრულ სიგნალებს პროცედურის განმავლობაში. იგი რეალურ დროში აჩვენებს ექიმს თითოეულ ელექტროდზე მიღებულ მონაცემს, რაც საშუალებას აძლევს ზუსტად დაინახოს არითმიის წყარო და შეაფასოს აბლაციის ეფექტურობა.

Ampere RF Generator

ეს არის ენერგიის წყარო, რომელიც გამოიყენება არითმიის სამკურნალოდ.
მას შემდეგ, რაც EnSite™ X ზუსტად განსაზღვრავს არითმიის ფოკუსს, Ampere RF Generator აწვდის კონტროლირებად რადიოსიხშირულ ენერგიას იმ უბანზე, სადაც უნდა მოხდეს პათოლოგიური ქსოვილის „დამუშავება“ (აბლაცია). ენერგიის მიწოდება სრულად რეგულირდება სისტემით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ქსოვილების დაზიანების მინიმუმამდე დაყვანას.

 

CoolPoint Pump System

CoolPoint Pump უზრუნველყოფს აბლაციის დროს გამოყენებული კათეტერის უწყვეტ გაგრილებას. ეს ტექნოლოგია იცავს ქსოვილებს გადახურებისგან, ზრდის პროცედურის ეფექტურობას და ამცირებს გართულებების რისკს. სისტემა ავტომატურად არეგულირებს სითხის ნაკადს და ზეწოლას, რაც ოპერაციას ხდის სტაბილურსა და უსაფრთხოს როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.

 

 უპირატესობები:

  • გულის არითმიების ზუსტი 3D რუკირება
  • რეალურ დროში ვიზუალიზაცია და ანალიზი
  • მაღალი სიზუსტე და უსაფრთხოება
  • მინიმალური რადიაციული ზემოქმედება
  • სრულად ინტეგრირებული სისტემა – მონიტორინგიდან მკურნალობამდე

 

EnSite™ X – ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს დიაგნოსტიკას, ნავიგაციას და მკურნალობას ერთ ინტელექტუალურ პლატფორმაში, რათა არითმოლოგმა შეძლოს ტკივილის გარეშე და მაქსიმალური სიზუსტით აღადგინოს გულის ნორმალური რიტმი.

 

 

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები