გასტროსკოპიისთვის მომზადების წესი
რა უნდა ვიცოდეთ?
- წინა დღეს 20:00 საათის შემდეგ აკრძალულია საკვების მიღება, ნებადართულია მხოლოდ სითხეები.
- კვლევის დღეს აკრძალულია როგორც საკვების, ასევე სითხეების მიღება, მათ შორის წყლისა და მედიკამენტების.
კოლონოსკოპიისთვის მომზადების წესი
რა უნდა ვიცოდეთ ?
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მედიკამენტი და გაეცანით მიღების ინდივიდუალურ რეკომენდაციებს:
რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში პაციენტის ორგანიზმი არ იქნება სათანადო მდგომარეობაში და კვლევა ვერ ჩატარდება.
ნებისმიერი მედიკამენტის შერჩევისას მომზადება იწყება გამოკვლევამდე 24 საათით ადრე:
- გამოკვლევამდე 1-2 დღით ადრე სასურველია თავი შეიკავოთ ხილისა და ბოსტნეულის მიღებისგან.
- წინა დღეს რეკომენდებულია უხვი რაოდენობით სითხეები, მაგალითად: წყალი, გაზგასული მინერალური წყალი, მსუბუქი ჩაი.
ძლიერი შიმშილის შემთხვევაში დასაშვებია თაფლიანი წყალი. - 10:00 - საათამდე ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი საუზმე რძის პროდუქტებით, მაგალითად: იოგურტი, კეფირი, ხაჭო, არაჟანი.
- 10:00 - საათის შემდეგ საკვების მიღება აკრძალულია.
1. პრეპარატ მაკროლაქსის შემთხვევაში
- პირველი მიღება-14:00 საათზე. 2 პაკეტი გახსენით 1 ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში.
- ხსნარის მიღება რეკომენდებულია თანაბარი ულუფებით ერთი საათის განმავლობაში.
- მეორე მიღება - 18:00 საათზე იგივე წესით, დამატებით 2 პაკეტი.
თუ კოლონოსკოპია დანიშნულია 14:00 საათის შემდეგ, დასაშვებია პრეპარატის მიღების დროის კორექტირება:
- პირველი მიღება - გამოკვლევის წინა დღეს,18:00 საათზე.
- მეორე მიღება - კვლევის დღეს, 09:00 საათზე.
კვლევის დღეს აკრძალულია როგორც საკვების, ასევე სითხეების მიღება, მათ შორის წყლისა და მედიკამენტების.
2. პრეპარატ ფორტრანსის შემთხვევაში
- სამი პაკეტი იხსნება სამ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში.
- მიღებული ხსნარი უნდა მიიღოთ თანაბარი ულუფებით 13:00-21:00 საათამდე.
კვლევის დღეს აკრძალულია როგორც საკვების, ასევე სითხეების მიღება, მათ შორის წყლისა და მედიკამენტების.
