ტექნოლოგიები

EchoSense FibroScan Expert 630

მსოფლიოში აღიარებული EchoSense FibroScan Expert 630, რომელიც წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ღვიძლის/ელენთის დაავადებების დროული და ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.
 
 
 
რატომ არის FibroScan Expert 630 უნიკალური?
 
 
EchoSense FibroScan Expert 630 აღჭურვილია Controlled Attenuation Parameter (CAP) და ისეთი თანამედროვე ფუნქციებით, როგორიცაა Smart Exam და ელენთის სიხისტის გაზომვა.
ტექნოლოგია ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად და მარტივად შეაფასონ ღვიძლის დაზიანების სტადია და გაცხიმოვნების ხარისხი.
 
 

 

FibroScan Expert 630-ის მეშვეობით შესაძლებელია ღვიძლის დაზიანების სტადიის შეფასება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
  • ქრონიკული B და C ჰეპატიტი
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
  • ღვიძლის არაოლკოჰოლური გაცხიმოვნება
  • სხვა ქრონიკული დაავადებები.
 
FibroScan Expert 630-ში ინტეგრირებული Spleen Package
საშუალებას იძლევა განისაზღვროს ღვიძლის ციროზის გართულებების რისკი.
 
 
მოწყობილობის ძირითადი უპირატესობები:
 
  • Smart Exam: ავტომატური და ინოვაციური პროცედურა, რომელიც ამცირებს დიაგნოსტიკის დროს და ზრდის სიზუსტეს.
  • CAP ფუნქცია: უზრუნველყოფს ღვიძლის სტეატოზის შეფასებას, რაც მნიშვნელოვანია ცხიმოვანი ჰეპატოზის სწორ დიაგნოსტირებაში და მონიტორინგში.
  • VCTE ტექნოლოგია: საშუალებას იძლევა ღვიძლის ქსოვილის სიხისტის ზუსტი განსაზღვრის.
  • სიზუსტე: მაღალი სიზუსტე ღვიძლის ფიბროზისა და სტეატოზის შეფასებაში.
  • არაინვაზიურობა: კვლევა სრულიად უმტკივნეულოა და არ საჭიროებს პაციენტის სპეციფიურ მომზადებას.
  • სისწრაფე: პროცედურა საშუალოდ 5-10 წუთს მოიცავს.
  • უსაფრთხოება: ულტრაბგერითი ტალღების გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა და არანაირ რისკს არ შეიცავს.

 

 

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები