MULTIX Impact
ციფრული რადიოგრაფიული სისტემაა, მისი მაღალი სიმძლავრის მქონე დეტექტორები კი უზრუნველყოფენ დასხივების დოზის მინიმალიზაციას, რაც არ აისახება გამოსახულების ხარისხზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოყენება ორთოპედიულ შემთხვევებში, სადაც ხდება დამატებითი დამუშავების მეშვეობით ძვლოვანი სტრუქტურების მკაფიო ვიზუალიზაცია.
აპარატის მაგიდის სიგრძე, სიგანე და ვერტიკალურად მოძრაობის საშუალება განსაკუთრებით კომფორტულია სპეციალური საჭიროების მქონე და მძიმეწონიანი პაციენტებისთვის. აპარატზე დამონტაჟებული სპეციალური განათება კი დამატებით კომფორტს ქმნის.