ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერი მეთოდით)
პროცედურამდე
- აუცილებელია შხაპის მიღება (მოწყობილობის დაყენების შემდეგ სხეულის დასველება დაუშვებელია)
- გულმკერდის არე უნდა იყოს სუფთა და მშრალი
(არ გამოიყენოთ კრემები, ლოსიონები ან სხვა საცხები) - ელექტროდების უკეთესი ფიქსაციის მიზნით, მამაკაცებში საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია გულმკერდის თმის მოცილება
- აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ
(მედიკამენტების თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია)
პროცედურის დროს
- დაუშვებელია მოწყობილობის მოხსნა ან დასველება
- რეკომენდებულია ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობების შენარჩუნება
(ექიმთან შეთანხმებით) - აუცილებელია სპეციალური დღიურის წარმოება, სადაც უნდა დაფიქსირდეს:
- სიმპტომები:
- ტკივილს გულმკერდის არეში
- გულისცემის გახშირება (პალპიტაცია)
- თავბრუსხვევა
- ქოშინი
- სიმპტომების გამოვლენის დრო და შესაბამისი აქტივობა
- შეზღუდვები:
- მოერიდეთ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველებს
(მაგალითად: MRI კვლევა)
დატვირთვის ტესტი ტრედმილით
პაციენტის მომზადება პროცედურამდე
- აუცილებელია ვალიდური ექოკარდიოგრაფიის დასკვნის წარმოდგენა
- კვლევა ითვლება ვალიდურად, თუ შესრულებულია ბოლო 1 თვის განმავლობაში
- სასურველია თან იქონიოთ მკურნალი კარდიოლოგის მიერ გაცემული ბოლო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს:
- ძირითად დიაგნოზებს
- დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას
- არ მიიღოთ საკვები პროცედურამდე 3–4 საათით ადრე
(წყლის მიღება ნებადართულია) - პროცედურამდე 48 საათით ადრე მოერიდეთ:
- ალკოჰოლს
- ენერგეტიკულ სასმელებს
- ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
- გარკვეული მედიკამენტების (მაგ.: ბეტა-ბლოკერები) შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით
(თვითნებურად შეწყვეტა დაუშვებელია)
აუცილებლად აცნობეთ ექიმს
- გულის დაავადებების არსებობის შესახებ
- არტერიული წნევის პრობლემების შესახებ
- ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ
პროცედურის დროს
აუცილებლად აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, თუ იგრძნობთ:
- გულმკერდის ტკივილს
- ძლიერ ქოშინს
- თავბრუსხვევას
- საერთო სისუსტეს
