ალერგიული რინიტი
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თუ ქავილი, ცემინება, ცხვირის გაჭედილობა და გამჭვირვალე გამონადენი გაწუხებთ, შესაძლებელია ალერგიული რინიტი გქონდეთ.
ალერგიული რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც სეზონურად გამოვლინება ახასიათებს, განსაკუთრებით გაზაფხულის დადგომის დროს, როდესაც სხვადასხვა ხემცენარეების მტვერი მაღალი კონცენტრაციით არის შეწონილი ჰაერში. შესაძლებელია გამომწვევი მიზეზი გახდეს ოთახის მტვერი, საკვები, შინაური ცხოველები, ამის დასაზუსტებულად სხვადასხვა კვლევები ტარდება.
ალერგიული რინიტი - სიმპტომები
- ცხვირის დახშობა
- სუნთქვის გაძნელება
- ცხვირის, თვალების, კანის ქავილი
- შეშუპებული ქუთუთოები
- ცემინება
- ხველა
ალერგიულმა რეაქციებმა შესაძლებელია თქვენს ყოველდღიურ ცხოვრების ხარისხზე იმოქმედოს, სწორედ ამიტომ, სიმპტომების შენიშვნისთანავე აუცილებელია სპეციალისტს მიმართოთ.
როგორ ვმართოთ?
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა - ყველაზე ხშირად ტარდება კანის ალერგიული სინჯები ალერგენებზე და ლაბორატიული კვლევები. დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით ექიმი ალერგოლოგი ნიშნავს მკურნალობას ინვიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მართვის სამი ძირითადი ფორმა არსებობს:
- ალერგენებთან კონტაქტის შეზღუდვა
- მედიკამენტური მკურნალობა
- იმუნოთერაპია
სეზონური ალერგიული რინიტის დროს, მკურნალობა სასურველია დაიწყოს სეზონის დაწყებამდე 7-10 დღით ადრე.
თუ გაინტერესებთ ალერგიასთან გამკლავების მეთოდების შესახებ იხილეთ მითითებული ბლოგი.
სასურველია, გაითვალისწინოთ
- მოერიდეთ გარეთ დაყოვნებას ცხელ და ქარიან ამინდში
- სახლის ფანჯრები და კარები მჭიდროდ დახურეთ მცენარეების ყვავილობის დროს
- მანქანის მგზავრობის დროს მოერიდეთ ფანჯრის ჩაწევას
- სახლის პირობებში აკონტროლეთ ტენიანობა
- სასურველია HEPA ფილტრის მქონე კონდიციონერის გამოყენება (ფილტრი საიმედოდ წმენდს მტვრის და ბაქტერიულ ნაწილაკებს)
- ხშირად გაასუფთავეთ ხალიჩები, პლედები და ზედაპირები
- მოერიდეთ შინაურ ცხოველთან კონტაქტს