გლუკოზა - რას აჩვენებს შაქრის ანალიზი?

05/06/2026

გლუკოზა - რას აჩვენებს შაქრის ანალიზი

გლუკოზა სისხლში არის შაქრის დონის ძირითადი მაჩვენებელი. გლუკოზის ნორმა უზმოზე 3.9–5.5 მმოლ/ლ (70–100 მგ/დლ). 5.6–6.9 მმოლ/ლ პრე-დიაბეტზე მიუთითებს, ხოლო 7.0 და მეტი - დიაბეტზე. სრული სურათისთვის გლუკოზასთან ერთად რეკომენდებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) და ჰომა ინდექსის შემოწმება. ასევე, გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი

დაღლილობას, მუდმივ წყურვილს, ხშირ შარდვას ან წონის უმიზეზო მატებას ხშირად სტრესს ან გადატვირთულ გრაფიკს ვაბრალებთ. თუმცა, შეიძლება ჩვენი ორგანიზმი ბევრად უფრო მნიშვნელოვან სიგნალს გვიგზავნიდეს. ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ერთი პატარა მოლეკულა - გლუკოზა იყოს. ის ჩვენი სხეულის ენერგიის მთავარი წყაროა, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

 

გლუკოზა სისხლში - რა არის და რას აჩვენებს?

 

გლუკოზა არის მარტივი ნახშირწყალი, რომელიც ჩვენი უჯრედებისთვის ერთგვარი „საწვავის“ როლს ასრულებს. როდესაც საკვებს ვიღებთ, ორგანიზმი მას შლის და სისხლში შაქრის სახით უშვებს. აქ კი მთავარ როლს ინსულინი თამაშობს - პანკრეასის მიერ გამოყოფილი ჰორმონი, რომელიც ერთგვარი „გასაღებია“. ის უჯრედის კარებს აღებს, რათა გლუკოზა სისხლში კი არ დარჩეს, არამედ უჯრედში შევიდეს და ენერგიად გარდაიქმნას.

თუ ეს ჯაჭვი სადმე გაწყდა და ორგანიზმი ინსულინს სათანადოდ ვეღარ იყენებს, გლუკოზა უჯრედებში შესვლის ნაცვლად სისხლში გროვდება, რაც შაქრის დონის მატებას იწვევს. სწორედ ამიტომ არის გლუკოზა ანალიზი დიაგნოსტიკის ფუნდამენტური ნაწილი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ანალიზი 8-12 საათიანი შიმშილის შემდეგ (უზმოზე) უნდა ჩაიტაროთ.  ეს იმიტომ, რომ საკვების მიღება სურათს მომენტალურად ცვლის და ანალიზის შედეგი არასწორი იქნება.

 

გლუკოზა ნორმა - სისხლში, პრე-დიაბეტი, დიაბეტი

 

ბევრ პაციენტს აინტერესებს, კონკრეტულად რა ციფრი ითვლება საგანგაშოდ. გლუკოზა ნორმა მკაცრად განსაზღვრული მაჩვენებელია. მისი საშუალებით, შესაძლებელია ჯანმრთელ მდგომარეობას, პრე-დიაბეტსა და ჩამოყალიბებულ შაქრიან დიაბეტს შორის ზღვარის გავლება.

 

გლუკოზის ნორმები - ცხრილი

 

პრე-დიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც შაქარი მომატებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღწევია დიაბეტის ნიშნულამდე. გახსოვდეთ, სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობითა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით შესაძლებელია დიაბეტის თავიდან არიდება.

თუმცა, მხოლოდ ერთჯერადი გლუკოზა ანალიზი ყოველთვის არ არის საკმარისი. შაქრის დონე შესაძლოა შეიცვალოს სტრესის, ინფექციის ან წინა დღეს მიღებული საკვების გამო. ამიტომ, ექიმები უფრო სანდო მაჩვენებელს - გლიკოზირებულ ჰემოგლობინს იყენებენ.

 

გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c) - 2-3 თვის საშუალო მაჩვენებელი

 

ბოლო 2-3 თვის განმავლობაში სისხლი შაქრის საშუალო რაოდენობას გლიკოზირებული ჰემოგლობინი გვიჩვენებს.

რა არის HbA1c? სისხლში არსებული გლუკოზა ერითროციტებში არსებულ ცილას - ჰემოგლობინს ეწებება. ერითროციტები დაახლოებით 90-120 დღეს ცოცხლობენ, ეს ანალიზი კი გვეუბნება, თუ რამდენად მაღალი იყო შაქარი ამ პერიოდის განმავლობაში.

  • უპირატესობა: არ საჭიროებს უზმოზე ყოფნას.
  • ინფორმაციულობა: შემთხვევითი ფაქტორებით გამოწვეული ერთჯერადი მატება გამორიცხულია.

HbA1c მაჩვენებელი 5.7–6.4% პრე-დიაბეტზე მიუთითებს, ხოლო 6.5% და მეტი - შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმია. ამ ზღვრებს მიღმა ნებისმიერი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ორგანიზმი ნახშირწყლოვან ცვლას სრულყოფილად ვეღარ უმკლავდება.

 

გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი (Oral Glucose Tolerance Test, OGTT)

 

ეს არის კვლევა, რომელიც აფასებს, როგორ უმკლავდება ორგანიზმი გლუკოზურ დატვირთვას. ტესტი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს გლუკოზის ცვლის დარღვევები იმ შემთხვევებშიც, როდესაც უზმო გლუკოზის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია.

ტესტი ტარდება დილით, 8–12 საათიანი შიმშილის შემდეგ.

 

სტანდარტული პროცედურა მოიცავს:

 

  • უზმო სისხლის აღებას გლუკოზის განსაზღვრისთვის;
  • პაციენტის მიერ 75 გ ანჰიდრიდული გლუკოზის (ან მისი ეკვივალენტის) დალევას (50 გ-ს ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტის გამოსავლენად);
  • სისხლის განმეორებით აღებას განსაზღვრულ დროს, ჩვეულებრივ 2 საათის შემდეგ.

 

OGTT გამოიყენება პრედიაბეტის დიაგნოსტიკისთვის; შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის; გესტაციური დიაბეტის გამოსავლენად; ინსულინრეზისტენტობისა და გლუკოზის მეტაბოლიზმის ადრეული დარღვევების შესაფასებლად; პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე პაციენტებში მეტაბოლური რისკის შეფასებისთვის.

 

დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება 2-საათიანი მაჩვენებელი.

 

რეფერენტული მაჩვენებლები უზმოდ:

 

  • <5.6 mmol/L - ნორმა;
  • 5.6–6.9 mmol/L - უზმო გლიკემიის დარღვევა (IFG);
  • ≥7.0 mmol/L - შაქრიანი დიაბეტის სასარგებლოდ.

 

რეფერენტული მაჩვენებლები 2 საათის შემდეგ:

 

  • <7.8 mmol/L - ნორმალური გლუკოზური ტოლერანტობა;
  • 7.8–11.0 mmol/L - გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა (IGT);
  • ≥11.1 mmol/L - შაქრიანი დიაბეტის სასარგებლოდ.

 

ტესტის მთავარი უპირატესობაა, რომ შეუძლია გამოავლინოს დარღვევები, რომლებიც უზმო გლუკოზის ან HbA1c-ის კვლევით შეიძლება ვერ დაფიქსირდეს.

 

OGTT-ის შედეგებზე გავლენას ახდენს: წინა დღეების კვებითი რეჟიმი; ფიზიკური აქტივობა; მწვავე ინფექცია ან სტრესი; ზოგიერთი მედიკამენტი; ტესტის ჩატარების ტექნიკური პირობები.

 

ამ მიზეზით ტესტის წინ რეკომენდებულია მინიმუმ 3 დღის განმავლობაში ჩვეულებრივი, ნახშირწყლების შემცველი კვების რეჟიმის შენარჩუნება და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის თავიდან აცილება.

 

თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით OGTT რჩება გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევების შეფასების ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე მეთოდად. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც: უზმო გლუკოზა ნორმალური ან ნორმის ზედა ზღვარზეა ან HbA1c და კლინიკური სურათი ერთმანეთს არ ემთხვევა; არსებობს პრედიაბეტის ან გესტაციური დიაბეტის ეჭვი.

 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა უფრო შრომატევადია, ვიდრე უზმო გლუკოზის ან HbA1c-ის განსაზღვრა, OGTT ხშირად წარმოადგენს „ოქროს სტანდარტს“ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევის გამოსავლენად.

 

ჰომა ინდექსი - რა არის ინსულინ რეზისტენტობა?

 

ხშირად პაციენტს გლუკოზა ნორმაში აქვს, მაგრამ დაღლილობა და ჭარბი წონა მაინც აწუხებს - განსაკუთრებით მუცლის არეში. ასეთ დროს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ინსულინ რეზისტენტობასთან. 

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ მგრძნობელობას კარგავენ და მასზე ადეკვატურად აღარ რეაგირებენ. ამ დროს პანკრეასი კომპენსირებას ცდილობს და ჭარბი რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას იწყებს. ეს იმისთვის, რომ გლუკოზამ უჯრედში შეღწევა მაინც შეძლოს. სისხლში ინსულინის დონის ქრონიკული მატება კი ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებასა და მეტაბოლურ დარღვევებს, რაც ხშირად მუდმივი შიმშილის შეგრძნებით ვლინდება 

ამ პროცესის შესაფასებლად გამოიყენება ჰომა ინდექსი (HOMA-IR). ეს არის მათემატიკური ფორმულა, რომელიც ითვლება უზმოზე აღებული გლუკოზისა და ინსულინის მაჩვენებლების ურთიერთშეფარდებით.

  • ჰომა ინდექსი ნორმა: როგორც წესი, 2.5-ზე ნაკლებია.
  • ჰომა ინდექსი მაღალი: მიუთითებს ინსულინ რეზისტენტობაზე და მეტაბოლურ სინდრომზე.

 

ჰომა ინდექსი - ნორმა

 

ქალებში მაღალი ჰომა ინდექსი ხშირად თან სდევს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს (PCOS). ეს კი დამატებით ჰორმონალურ კვლევებს მოითხოვს. ასევე, ინსულინ რეზისტენტობა პირდაპირ კავშირშია კარდიოლოგიურ რისკებთან, რადგან მაღალი ინსულინი სისხლძარღვების კედლებს აზიანებს.

დღეისთვის არსებობს HOMA და HOMA2 ერთი და იმავე კონცეფციის ორი ვერსია, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

 

HOMA (HOMA1)

 

HOMA (Homeostatic Model Assessment) პირველად შემუშავებული იქნა 1985 წელს. ყველაზე გავრცელებული ფორმულაა:

HOMA-IR=(Fasting Insulin (μU/mL)×Fasting Glucose (mmol/L))/22.5

ეს არის მარტივი მათემატიკური მოდელი, რომელიც აფასებს: ინსულინრეზისტენტობას (HOMA-IR) და ბეტა-უჯრედების ფუნქციას (HOMA-%B)

თუმცა HOMA1 ეფუძნება რამდენიმე გამარტივებულ დაშვებას: ინსულინსა და გლუკოზას შორის კავშირი ითვლება პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებით, არ განიხილება ღვიძლისა და პერიფერიული ქსოვილების ინსულინისადმი მგრძნობელობის განსხვავება და  ზუსტია მხოლოდ ნორმალური ან მხოლოდ მეტაბოლიზმის უმნიშვნელო ცვლილებების პირობებში.

 

HOMA2

 

1998 წელს შეიქმნა HOMA2, რომელიც წარმოადგენს გაუმჯობესებულ კომპიუტერულ მოდელს.

HOMA2 ითვალისწინებს, რომ გლუკოზა-ინსულინის დამოკიდებულება არ არის წრფივი ფუნქცია. ღვიძლისა და პერიფერიული ქსოვილების განსხვავებული მგრძნობელობა აქვს. უკეთ მუშაობს მაღალი გლუკოზისა და მაღალი ინსულინის პირობებში; შეიძლება გამოითვალოს როგორც ინსულინით, ისე C-პეპტიდით;

იძლევა შედეგად:

  • HOMA2-IR (ინსულინრეზისტენტობა);
  • HOMA2-%S (ინსულინის მგრძნობელობა);
  • HOMA2-%B (ბეტა-უჯრედების ფუნქცია).

HOMA2-ის გამოთვლა ხელით პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოიყენება სპეციალური კალკულატორი, რომელიც შექმნილია University of Oxford-ის მიერ.

დღეს ბევრი ლაბორატორია კვლავ ავტომატურად ითვლის HOMA1-IR-ს, რადგან ფორმულა მარტივია, მაგრამ  სამეცნიერო კვლევებში უპირატესად გამოიყენება HOMA2.

თუ გაქვთ ინსულინისა და გლუკოზის მხოლოდ უზმო მაჩვენებლები, HOMA1 ხშირად საკმარისია საწყისი შეფასებისთვის, მაგრამ თუ საჭიროა უფრო ზუსტი შეფასება, განსაკუთრებით პრედიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის ან კვლევითი მიზნებისთვის, უპირატესობა ენიჭება HOMA2-ს.

HOMA1-ისთვის ხშირად იყენებენ შემდეგ რეფერენტულ მაჩვენებლებს:

  • <2.0 - ნორმალური;
  • 2.0–2.5 - სასაზღვრო;
  • 2.5 - სავარაუდო ინსულინრეზისტენტობა.

აღსანიშნავია, რომ ეს ზღვრებიც პოპულაციაზეა დამოკიდებული.

HOMA2-ისთვის უნივერსალური cutoff არ არსებობს. სხვადასხვა კვლევა იყენებს დაახლოებით:

  • HOMA2-IR <1.0–1.4 - ნორმალური;
  • 1.4–1.8 - ინსულინრეზისტენტობის ალბათობა;
  • >2.0 - გამოხატული ინსულინრეზისტენტობა.

ამის ინტერპრეტაციას აკეთებს ექიმი ენდოკრინოლოგი, ამიტემ ჩვენს ლაბორატორიებში მითითებულია რეფერენტული მაჩვენებელი <1.9

თანამედროვე ენდოკრინოლოგიურ ლიტერატურაში C-პეპტიდზე დაფუძნებული HOMA2 ხშირად უფრო საიმედოდ ითვლება, რადგან C-პეპტიდს არ ახასიათებს ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმი და ნაკლებადაა დამოკიდებული ინსულინის კლირენსის ინდივიდუალურ განსხვავებებზე. ამიტომ ბეტა-უჯრედების ფუნქციის შეფასებისთვის HOMA2-C-peptide ზოგ შემთხვევაში უფრო ინფორმაციულია, ვიდრე HOMA1-IR.

 

დიაბეტის სკრინინგი - ვის ესაჭიროება?

 

დიაბეტი „ჩუმი მკვლელია“, ის წლების განმავლობაში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. პროფილაქტიკური გლუკოზა ანალიზი და სკრინინგი აუცილებელია, იმ შემთხვევაში თუ:

  • ხართ 35 წელზე მეტი ასაკის;
  • გაქვთ ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი >25);
  • ოჯახში ვინმეს აქვს დიაბეტი;
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა;
  • გაწუხებთ პოლიკისტოზი.

სრულყოფილი შემოწმებისთვის რეკომენდებულია Check-Up პაკეტების გამოყენება, რომლებიც არა მხოლოდ შაქარს, არამედ ლიპიდურ პროფილსაც (ქოლესტერინი) მოიცავს. ეს მნიშვნელოვანია, რათა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არსებული რისკები სრულად შეფასდეს.

 

გლუკოზის ანალიზი თოდუას კლინიკაში

 

გლუკოზის ანალიზი და მასთან დაკავშირებული კვლევები მაქსიმალურ სიზუსტეს მოითხოვს. თოდუას კლინიკაში შეგიძლიათ ყველა საჭირო ტესტი ჩააბაროთ. მაგალითად: გლუკოზა სისხლში, გლიკოზირებული ჰემოგლობინი და ჰომა ინდექსი ანალიზი.

როგორ უნდა მოემზადოთ?

  • გლუკოზა და ჰომა ინდექსი: აუცილებელია უზმოზე (მინიმუმ 8-საათიანი შიმშილი). ნებადართულია მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი.
  • HbA1c: მომზადებას არ საჭიროებს.

კვლევების ჩატარება თოდუას კლინიკის სამივე ფილიალში შეგიძლიათ. შედეგები მალევე გეცოდინებათ და ენდოკრინოლოგთან კონსულტაციასაც ადგილზევე შეძლებთ. 

გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა ერთადერთი გზაა, რომ თქვენი მეტაბოლიზმი მართოთ და გართულებები თავიდან აიცილოთ.

ჩააბარეთ ანალიზები თოდუას კლინიკაში და გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. ჩასაწერად დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57.

 

ხშირად დასმული კითხვები

 

რა განსხვავებაა გლუკოზას და გლიკოზირებულ ჰემოგლობინს (HbA1c) შორის?

გლუკოზის ანალიზი აჩვენებს სისხლში შაქრის დონეს ანალიზის ჩაბარების მომენტში. ეს არის ერთჯერადი სურათი. გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c) კი აჩვენებს შაქრის საშუალო დონეს ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. ამიტომ HbA1c უფრო სანდო მაჩვენებელია დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის.

 

რა არის ჰომა ინდექსი და რას ნიშნავს თუ მაღალია?

ჰომა ინდექსი (HOMA-IR) არის ინსულინ რეზისტენტობის მაჩვენებელი. თუ ჰომა ინდექსი მაღალია (2.5-ზე მეტი), ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის უჯრედები ეფექტურად ვეღარ ითვისებენ შაქარს. რაც პრე-დიაბეტის და მეტაბოლური სინდრომის რისკ-ფაქტორია.

 

რა ღირს გლუკოზის, HbA1c და ჰომა ინდექსის ანალიზი?

ინსულინ რეზისტენტობა ანალიზი ფასი და სხვა კვლევების ღირებულება დამოკიდებულია ლაბორატორიულ პაკეტებზე. ზუსტი ფასების გასაგებად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57. ჩვენი გუნდი თქვენთვის ოპტიმალური სკრინინგის გეგმის შერჩევაში დაგეხმარებათ.



გაზიარება