კოაგულოგრამა - სისხლის შედედების ანალიზი
კოაგულოგრამა სისხლის შედედების სისტემის შემფასებელი ანალიზია. ის ინიშნება ორსულობისას, ოპერაციის წინ და ანტიკოაგულანტური თერაპიის მონიტორინგისთვის. ანალიზი სისხლიდან კეთდება, უზმოზე. როგორც წესი, შედეგი იმავე დღეს მზადაა.
ადამიანის ორგანიზმი ბალანსის საოცარი პრინციპით მუშაობს. ერთი მხრივ, სისხლი საკმარისად თხელი უნდა იყოს, რომ ძარღვებში თავისუფლად იმოძრაოს. მეორე მხრივ კი, საჭიროების შემთხვევაში - მაგალითად, ჭრილობისას, სწრაფად უნდა შედედდეს. ეს აუცილებელია, რომ სისხლდენა შეჩერდეს. ამ ფაქიზ ბალანსს ჰემოსტაზის სისტემა მართავს. როდესაც ეს მექანიზმი ირღვევა, ჩნდება ორი უკიდურესობა: სისხლდენისკენ მიდრეკილება, ან პირიქით, თრომბების წარმოქმნის რისკი. სწორედ ამ პროცესების კონტროლისთვის არის საჭირო კოაგულოგრამა ანალიზი.
რა არის კოაგულოგრამა და რატომ არის საჭირო?
კოაგულოგრამა (იგივე ჰემოსტაზიოგრამა) კომპლექსური ლაბორატორიული კვლევაა, რომელიც სისხლის შედედების უნარს აფასებს. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ ეს ერთი კონკრეტული მაჩვენებელია, თუმცა რეალურად ის რამდენიმე სხვადასხვა ტესტის ერთობლიობაა.
ეს კვლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე შემთხვევაში:
- ოპერაციის წინ: რათა ქირურგმა შეაფასოს სისხლდენის რისკები;
- ორსულობისას: ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვნად იცვლება ჰორმონული სტატუსი და ჰომეოსტაზი, იმატებს თომბოზის რისკი;
- ანტიკოაგულანტების მიღებისას: პაციენტები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პერპარატებს - ანტიკოაგულანტებს სისტემატურად უნდა აკონტროლონ მათი ეფექტი, რათა თავიდან აიცილონ შინაგანი სისხლდენა;
- სიმპტომებისას: თუ ვენების ვარიკოზული გაფართოება გაწუხებთ, ღრძილებიდან ან ცხვირიდან ხშირი სისხლდენა გაქვთ ან სხეულზე სისხლჩაქცევები უმიზეზოდ გიჩნდებათ.
კოაგულოგრამა - რა პარამეტრებს მოიცავს?
კოაგულოგრამა ანალიზი რამდენიმე მარკერს აერთიანებს. თითოეული მათგანი შედედების ჯაჭვური რეაქციის სხვადასხვა რგოლზეა პასუხისმგებელი.
კოაგულოგრამა ნორმა შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ლაბორატორიის მეთოდოლოგიის მიხედვით, თუმცა INR-ის მაჩვენებელი უნივერსალურია. მაგალითად, პაციენტებისთვის, რომლებიც არაპირდაპირი მიქმედების ანტიკოაგულანტებს იღებენ, რეკომენდებული თერაპიული INR, 2.0 - 3.0 ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს.
კოაგულოგრამა ორსულებში - რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ორსულობა არის მდგომარეობა, როდესაც შედედების სისტემა აქტიურება. ეს ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია, რათა მშობიარობისას ქალმა დიდი რაოდენობით სისხლი არ დაკარგოს. ამ პროცესს ფიზიოლოგიური ჰიპერკოაგულაცია ეწოდება.
თუმცა, არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც საშიშია. კოაგულოგრამა ორსულებში რეგულარულად მოწმდება. ამას შემდეგი მიზეზები აქვს:
- ფიბრინოგენი ორსულებში ბუნებრივად იმატებს და მესამე ტრიმესტრში შესაძლოა 6.0 გ/ლ-საც მიაღწიოს;
- თუ შედედების პარამეტრები ნორმას მეტისმეტად სცილდება, იზრდება პლაცენტის აბრუპციის (ნაადრევი მოცილების) და პრეეკლამფსიის რისკი;
- თრომბოფილიის სკრინინგი: თუ პაციენტს ანამნეზში აღინიშნება განმეორებითი სპონტანური აბორტი ან ოჯახური თრომბოზის ისტორია, ხშირად კოაგულოგრამასთან ერთად თრომბოფილიის გენეტიკური ტესტირებაც ინიშნება.
ორსულობის მიმდინარეობისა და რისკ-ფაქტორების მიხედვით ექიმმა შესაძლოა კოაგულოგრამა დანიშნოს რათა ნებისმიერი გადახრა დროულად გამოვლინდეს.
ფიბრინოგენი - ნორმა, მომატება და როგორ შევამციროთ
ფიბრინოგენი სისხლში შედედების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილაა, რომელიც თრომბის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მას ღვიძლი გამოიმუშავებს და როგორც „მწვავე ფაზის ცილა“, ნებისმიერ ანთებით პროცესზე რეაგირებს. სწორედ ამიტომ, ორგანიზმში მიმდინარე ინფექციის თუ ანთების დროს მისი მაჩვენებელი საგრძნობლად იმატებს.
ფიბრინოგენი მაღალი მაჩვენებელი - მიზეზები შემდეგია:
- ორსულობა (როგორც აღვნიშნეთ, ფიზიოლოგიურია);
- მწვავე ინფექციური ან ანთებითი დაავადებები;
- თირკმლის დაავადებები;
- სიმსუქნე და მოწევა;
- ონკოლოგიური პროცესები.
როგორ შევამციროთ ფიბრინოგენი? მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ თავად ცილას კი არ ვებრძვით, არამედ მის გამომწვევ მიზეზს. თუ მატება ანთებითაა გამოწვეული, ანთების მკურნალობის შემდეგ ფიბრინოგენი ნორმას დაუბრუნდება. ასევე ეფექტურია ცხოვრების წესის კორექცია. თუმცა, თუ თრომბოზის რეალური რისკი არსებობს, ანგიოლოგმა ან ჰემატოლოგმა შესაძლოა სპეციალური მედიკამენტები დანიშნოს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა და სისხლის გამათხელებლების თვითნებური მიღება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის მიზეზი გახდეს. შეუკავებელი შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს.
როდის ხდება საჭირო გაფართოებული კოაგულოგრამა და D-დიმერი?
ზოგჯერ სტანდარტული კვლევა საკმარის ინფორმაციას არ იძლევა. ამ დროს ექიმი გაფართოებულ ანალიზს ნიშნავს, რომლის მთავარი კომპონენტი D-დიმერია. ეს არის ნივთიერება, რომელიც სისხლში თრომბის დაშლის პროცესში ჩნდება.
D-დიმერი ფიბრინის დაშლის პროდუქტია, რომლის მატება სხვადასხვა მდგომარეობაში შეიძლება აღინიშნოს. ამდენად, მაღალი D-დიმერი არასპეციფიკურია და დამატებით კლინიკურ შეფასებას საჭიროებს. შესაბამის კლინიკურ სიტუაციაში ხშირად გამოიყენება თრომბოემბოლიის გამოსარიცხად და გართულებების რისკის შესაფასებლად.
გაფართოებული კოაგულოგრამა ექიმს ეხმარება დაინახოს სრული სურათი. ასევე, შესაძლოა შეაფასოს ინსულტისა ან ინფარქტის რისკები. გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა რისკებს ამცირებს და მკურნალობას ბევრად ეფექტურს ხდის.
კოაგულოგრამა - ანალიზი თოდუას კლინიკაში
თუ თქვენ დაგინიშნეს სისხლის შედედების შემოწმება, მნიშვნელოვანია კვლევა მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში ჩაიტაროთ. იქ, სადაც ცდომილების რისკი მინიმალურია. სწორედ ასეთი ადგილია თოდუას კლინიკა, სადაც სამივე ფილიალში კვლევები ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულდება.
როგორ უნდა მოემზადოთ ანალიზისთვის?
- შესაძლოა რეკომენდებული იყოს მსუბუქი უზმო მდგომარეობა ან ლაბორატორიის ინსტრუქციის დაცვა;
- თუ იღებთ ანტიკოაგულანტებს, არ შეწყვიტოთ წამლის მიღება ანალიზის წინ, თუ ექიმმა კონკრეტულად ასე არ მიგითითათ.
- სასურველია ანალიზამდე 24 საათით ადრე ალკოჰოლის მიღებას და ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ.
თოდუას კლინიკის ლაბორატორიაში კოაგულოგრამის პასუხები უმოკლეს დროში მზადდება. საჭიროების შემთხვევაში, პასუხით შეგიძლიათ პირდაპირ კლინიკის კარდიოლოგს ან ჰემატოლოგს მიმართოთ.
კოაგულოგრამა ანალიზი ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პარამეტრის შემოწმებაა საჭირო (სტანდარტული თუ გაფართოებული). დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
CTA: ჩაიტარეთ ანალიზები თოდუას კლინიკაში. ეს საჭიროა ორსულობის, ოპერაციის ან ანტიკოაგულანტური თერაპიის მონიტორინგისთვის. დაგვირეკეთ ნომერზე: 032 2 57 57 57.
ხშირად დასმული კითხვები
რა შედის კოაგულოგრამაში და რა ღირს?
კოაგულოგრამა მოიცავს: APTT - აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო, PT - თრომბოპლასტინის დრო, Protrombin index by Quick - პროთრომბინის ინდექსი კვიკის მიხედვით, INR - საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება, Fibrinogen - ფიბრინოგენი, TT - თრომბინის დრო. გარდა ამისა კეთდება ფიბრინოგენის დეგრადაციის პროდუქტები - D-დიმერი და SFMC - ხსნადი ფიბრინმონომერული კომპლექსები. განსაკუთრებული საჭიროების დროს ინიშნება თრომბოციტების ფუნქციის შესწავლა - თრომბოციტების ადჰეზია და აგრეგაცია. კოაგულოგრამა ანალიზი ფასი თოდუას კლინიკაში კონკურენტულია და პასუხის სიზუსტე გარანტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით. ზუსტი ღირებულების გასაგებად დარეკეთ ჩვენს ნომერზე: 032 2 57 57 57.
რამდენია ფიბრინოგენის ნორმა და რას ნიშნავს თუ მაღალია?
ფიბრინოგენის საშუალო ნორმაა 2.0–4.0 გ/ლ. თუ ფიბრინოგენი მაღალია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში მიმდინარე ანთებაზე ან თრომბების წარმოქმნის მომატებულ მზაობაზე. ორსულობისას მაჩვენებლის 6.0-მდე ზრდა ნორმად ითვლება.
რატომ ინიშნება კოაგულოგრამა ორსულობისას?
ეს აუცილებელია თრომბოზული გართულებების პრევენციისთვის. ორსულობისას სისხლის შედედების სისტემა ფიზიოლოგიურად აქტიურდება, რაც გარკვეული მდგომარეობის ან ორგანიზმის წინასწარგანწყობის შემთხვევაში ვენური თრომბოზის რისკს ზრდის. კოაგულოგრამა ექიმს ეხმარება ეს პროცესი აკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხო ანტიკოაგულანტი დანიშნოს.
